საქართველო 2021 წლის გაზაფხულზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს პირველი არხი” ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველომ ვაქცინების გლობალურ ალიანსში ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გააკეთა.

„ჩვენ ვაქცინას მივიღებთ ვაქცინების გლობალური ალიანსის მხრიდან. ოპტიმისტური პროგნოზით, ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე, მარტიდან-მაისის პერიოდში.
,,კოვაქსი“, რომელიც დაწინაურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში, არის სწორედ გლობალური ალიანსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. საქართველომ უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი ამ ორგანიზაციაში იმისთვის, რომ ჩვენ გარანტირებულად მივიღოთ ვაქცინა”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა გარკვეული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ვის მიენიჭება უპირატესობა ვაქცინისთვის.

კომენტარები ფეისბუქიდან