24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადება იგეგმება – “2020NEWS”-ის ექსკლუზივი სამთავრობო კულუარებიდან

კორონავირუსის პანდემიის გამო,  მთავრობა სავარაუდოდ, 24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ე.წ. ლოკდაუნს  გამოაცხადებს. როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი,  საქართველოში კოვიდ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  გამო, მთავრობა არჩევნების მეორე  ტურის ჩატარების შემდეგ,  ქვეყანას ჩაკეტავს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, შესაძლოა ე.წ. ლოკდაუნი 7 დეკემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს. სამთავრობო კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის მიხედვით, საკითხზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა პირველადი ვერსიით ამ ვადებში მოხდება ქვეყნის ჩაკეტვა.

ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა 2-კვირიან ჩაკეტვას ამთხვევს კორონავირუსის გამოვლენის ვადებს, გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კი, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშირებს.
2020news.ge