შეინიშნება ამომრჩევლის მოსყიდვის, ხმის რამდენჯერმე მიცემის და დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის ფაქტი

შეინიშნება ამომრჩევლის მოსყიდვის, ხმის რამდენჯერმე მიცემის და დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის ფაქტი – ISFED

„სამართლიანი არჩევნები“ მეორე ტურთან დაკავშირებით ინფომრაციას აქვეყნებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; ხმის რამდენჯერმე მიცემის 1; დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი.

„საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.

იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.

წყარო: cyc.ge