ლევან ზურაბაშვილმა ფეისბუქ-ლაივის დროს სამი მოთხოვნა გაახმოვანა: აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი,ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7 %-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში.ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მივ­ცეთ მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:+

„გვიან შემოვიხედე.გადავხედე პოსტებს და ურიგო არ იქნებოდა ,ამ ახალგაზრდას ჩვენ, ყველა გვერდით დავუდგეთ საქალაქო სასამართლოში. იცით რატომ? 25 მილიარდზე მეტია სათამაშო ბიზნესის ,2019 წლის ბრუნვა. იცით რატომ? მედიკამენტების ფასმა 115%გადააჭარბა. იცით რატომ? 28 000-ზე მეტი ბავშვი საპნით ხელის დაბანას ვერ ახერხებს. იცით რატომ? მოსახლეობის 35% აქტიურად არის ჩაბმული აზარტულ თამაშებში. იცით რატომ? 202 000ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში იცით რატომ? 83065 სარგებლობს 30 ლარიანი შემწეობის საკვები ბარათით. იცით რატომ? 15__18 წლამდე ,ყოველი მეოთხე,განათლებას ვერ იღებს სიღარიბის გამო. იცით რატომ? სუიციდის გახშირებული ქმედებები. იცით რატომ? 30000 გამოსახლებული საკუთარი სახლიდან, სწორედ გაუსტუმრებელი ვალების გამო. ე რ ო !!!!! იქნებ მოვიდეთ გონზე!!!! უმძიმესი მდგომარეობა შექმნა აზარტულმა თამაშებმა. ე ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი ღი რსების საქმეა. ვინ იცის როგორ დეპრესიულ მდგომარეობაში იყოდღევანდელი სოც.ტერორისტი….მან ხომ თამაშზე დამოკიდებულების გამო დაკარგა სახლი, კარგავს მეორეს და როგორც ამბობენ, ოჯახიც დაენგრა. სახელმწიფოს უმოქმედო,გაუაზრებელი, არაადეკვატური დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ მოსახლეობა მეათასედ ადგილზეა. რა გახდა ლუდომანებისთვის სოც.ფსიქო_სარეაბილიტაციო მომსახურება. დაავადებათა ეროვნული ცენტრის დუმილი(აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვის სამინისტროზე)მაოცებს. ბატონო ამირან!!! მოგმართავთ თქვენ,ექიმს,მამას,ბაბუას,ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს!! სასწრაფოდ გამოყავით დრო ამ დაავადებისთვის,დაარწმუნეთ ხელისუფლება,რომ გემბლინგი კოვიდზე მძიმე ,უხილავი ვირუსია. მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილად რომ აღგვიქვან,გვჭირდება ჯანმრთელი თაობა. ვალდებული ხართ, ერის წინაშე, ერთხელ და სამუდამოდ დაგმოთ სათამაშო ბიზნესის მავნებლური რეკლამები ,აღიაროთ ონლაინ თამაშები ერის გენოციდად,მოითხოვოთ პრევენციის მიზნით ანტიაზარტული თამაშობების რეკლამების არსებობა და შეუქმნათ პრაქტიკოს ფსიქიატრებს და ფსიქოლოგებს ყველა პირობა,რომ იმუშაონ,როგორც ლუდომანებთან,ასევე მათი ოჯახის წევრებთან.კოვიდ პანდემიის დროს გახშირებულია ბულინგი ოჯახებში,სუიციდი და მოზარდების ჩართულობა ონლაინ მომგებიან საიტზე. ამის შესანიშავ მაგალითად გეტყვით: 2019წლის თებერვალში126მილიონია გადარიცხული,ხოლო მარტში კი__96,200მილიონი ლარი. დიახ,ეს იმ დროს,როცა ქვეყნის მოსახლეობა ემორჩილებოდა თქვენს მოწოდებას”დარჩი სახლში”!. დრო აღარ ითმენს!!!!ვჩანაგდებით ერი!!!!! ხელგეწიფებათ,გევალებათ და მოქალაქეობრივად ვალდებულიც ხართ….. პატივისცემით“ – წერს თამარ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეჭრისთვის დაკავებული მამაკაცი წარმოშობით ბორჯომელი, 31 წლის ლევან ზურაბაშვილია. ის ამჟამად თბილისში, ორხევის დასახლებაში დედასთან ერთად ცხოვრობს.
ზურაბაშვილის მეზობლებმა მედიასთან განაცხადეს, რომ დაკავებული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია, რის გამოც ერთი სახლი ბანკმა გაუყიდა და მეორე სახლიც ბანკშია ჩადებული.

ლევან ზურაბაშვილმა ფეისბუქ-ლაივის დროს სამი მოთხოვნა გაახმოვანა:

აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი,ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7 %-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში.ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მივ­ცეთ მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა“. Geo info from.