U.S. Secretary of State Mike Pompeo arrives to speak during a media briefing at the State Department in Washington, U.S., November 10, 2020. Jacquelyn Martin/Pool via REUTERS

პომპეოს ნათქვამმა ამერიკელი საზოგადოების ნაწილში გააღრმავა შფოთვა აშშ-ში ხელისუფლების ქაოსური ტრანზიტის შესახებ

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის გარდამავალ მდორე პერიოდზე” ილაპარაკა და უარი თქვა ბაიდენის გამარჯვების აღიარებაზე  აშშ–ის პრეზიდენტის  არჩევნებში, _ წერს CNN-ი.

გამოცემის აზრით, პომპეოს ნათქვამმა ამერიკელი საზოგადოების ნაწილში გააღრმავა შფოთვა აშშ-ში ხელისუფლების ქაოსური ტრანზიტის შესახებ, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამერიკელი დიპლომატების თქმით, ასეთი განცხადებები მათი სამუშაოს კომპრომეტაციას ემსახურება სხვა ქვეყნებში პატიოსანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის საქმეში.

geworld.ge