ბიძინასი უკვირთ: (((ტრამპის ადვოკატები: არჩევნები გაყალბდა ცენტრალიზებულად და იმ ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატები აკონტროლებენ))).

აშშ–ში რამდენიმე დღის წინათ გაიმართა დონალდ ტრამპის ადვოკატების პრესკონფერენცია პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე.

აი, ტრამპის ადვოკატების მთავარი თეზისები:

* არჩევნები გაყალბდა ცენტრალიზებულად და იმ ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატები აკონტროლებენ;

* ზოგიერთ შტატში შეცვლილია ფოსტით ბიულეტენების გაგზავნის თარიღი;

* ახლა ბიულეტენების გადათვლა არაფერს მოგვცემს, იმიტომ, რომ ყველა კონვერტი, რომლებშიც იდო ბიულეტენები, განადგურებულია. არადა, სწორედ კონვერტები შეიძლებოდა ყოფილიყო სამხილები, რომლებიც გამოააშკარავებდა დარღვევებს;

* ბიულეტენების დათვლისას ზოგიერთი მანქანა ავტომატურად უმატებდა ბაიდენს ხმებს, მსგავსი მექანიზმი გამოყენებული იყო ვენესუელაში;

* ტრამპის შტაბს აცნობეს იმ შემთხვევებზე, როცა ტრამპის მხარდამჭერთა ბიულეტენებს, უბრალოდ, ყრიდნენ სანაგვეში.

აღსანიშნავია, რომ ბევრმა მედიასაშუალებამ უარი განაცხადა ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდოლფ ჯულიანის, პრესკონფერენციის გაშუქებაზე და მას “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი” უწოდა. ჯულიანიმ კი ყველას მოუწოდა, დაიცვან ამერიკა ისეთი დამნაშავეებისგან, როგორიც არის ჰილარი კლინტონი.

news-front.info

კომენტარები ფეისბუქიდან