„ეს წარმოუდგენელი სურპრიზია. არ მეგონა თუ ერთ კაცს შეეძლო „ხიხო ივანაშვილი“ს ხელისუფლებისთვის საძირკველი შეერყია“- მამუკა კორძახია (ექსკლუზივი)

TVM NEWS-ის ექსკლუზივი (ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ გულშემატკივარ-მამუკა კორძახიასთან)

– თქვენ ბრძანდებით ნაცმოძრაობის ერთგული მომხრე, ამიტომ მინდა შეგეკითხოთ, რატომ უჭერთ მხარს ნაციონალურ მოძრაობას?..

– დიახ, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა არსებობს საქართველოში, ნაცმოძრაობა და „ხიხოს გაერთიანება“(ქართული ოცნება). ორივე ვნახეთ ვის რა შეუძლია და ამის საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება თუ ვინ არის უფრო მეტად სასარგებლო ქვეყნისთვის.

– ალბათ გულისხმობთ პრორუსულ და პროდასავლურ პოლიტიკას?

– პრორუსული და პროდასავლური, ანუ დემოკრატიული, ანუ ქართული პოლიტიკის გამტარებელი, აი ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ჭირდება ნაცმოძრაობა.

– კარგით ბატონო მამუკა ახლა გადავიდეთ მთავარ შეკითხვაზე: რას ფიქრობ საპროტესტო აქციაზე? ვინ დგას ამის სათავეში?..

– ეს წარმოუდგენელი სურპრიზია. არ მეგონა თუ ერთ კაცს შეეძლო ხიხო ივანაშვილის ხელისუფლებისთვის საძირკველი შეერყია. ამის სათავეში ჯერ-ჯერობით დგას დაზარალებული მამა.
– რატომ უჭერთ მხარს ზაზა სარალიძეს?..
– იგი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გმირის სახელით შევა.
– როგორ განვითარდება მოვლენები თქვენებური სცენარი, რომ გვითხრათ.
– მოკლედ გეტყვით, თუ ხელისფლებამ ძალა არ გამოიყენა ის დაემხობა.
– რა შეიძლება დაუპირისპიროს ოცნების ხელისუფლებამ რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება?..
– ფული, ქრთამი და ბოლოს არჩევნების გაყალბება, რადგან საარჩევნოს თავმჯდომარე მოსყიდული ჰყავს უკვე.
– როგორ ფიქრობთ არის, თუ არა მზად ოპოზიცია გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით დაიწყოს სისტემის დანგრევა?..
– გასაერთიანებელი არაფერია. . მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია არსებობს, ეს ნაცმოძრაობაა, ხოლო ყველა დანარჩენი კი მეტნაკლებად „ხიხოსთან“ თანამშრომლობს. ეს ჩემი აზრია.
– რა შეგიძლიათ მოუწოდოთ ქართველ ხალხს?..
– ყველანი რუსათაველზე. ახლა „ხიხოს ხელისუფლება“ დაჭრილია და ბოლომდე უნდა მოხდეს მისი განადგურება, როგორც პრორუსული და პუტინის მომხრე ძალის.
– შესაძლებელია, თუ არა სისხლისღვრის გარეშე ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა?
– სამწუხაროდ არა, რუსი უსისხლოდ არ დათმობს. მან ერთხელ უკვე უსისხლოდ დატოვა ეძიკას ხელისუფლება, მაგრამ ახლა ამ “შეცდომას” არ გაიმეორებს.
– ანუ თქვენის აზრით წინ გველოდება სისხლიანი რევოლუცია?..
– სისხლს „ხიხო“ დაღვრის, მაგრამ ჯერ არა, მას შემდეგ, როდესაც ის არჩევნებს ვერ გააყალბებს.
– ანუ თქვენ თვლით, რომ დღეს ეს საპროტესტო აქცია ვერ გადააყენებს ივანიშვილის ხელისუფლებას?..
– აქციის დაშლა უკვე გამოაცხადა კუპრავამ და ხვალ შეკრებისკენ მოუწოდა ხალხს.
– ეგ გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა ბრძოლა როგორც დავინახეთ.
– პოლიტიკურ ჭრილში ჯერ კიდევ ხელისფლებამ მაშინ გადაიყვანა, როდესაც პოლიტიკური მოტივის გამო ხელი დააფარა მის მაღალჩინოსანს.
– გაქვთ, თუ არა ინფორმაცია სუბელიანზე, ვინაა იგი და მართლა ასეთი ძვირადღირებული სუბიექტია ოცნების მთავრობისთვის?..
– როგორც ვიცი იგი რიგითი მაღალჩინოსანია, მაგრამ თავის დროზე ის აღმოჩნდა არა იმ ადგილზე სადაც უნდა ყოფილიყო და ამ ფაქტმა გადაწყვიტა ამ საქმის პოლიტიზირება. ანუ მას აქვს კოზირი, რასაც გამოიყენებს ხიხოს წინააღმდეგ თუ მის მკვლელ დისშვილს დააპატიმრებენ. ანუ აღებ-მიცემობანასთან გვაქვს საქმე. არავისთვის აღარაა საიდუმლო, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრებს ფლობს ის და თუ მან გუდას თავი მოუხსნა ხიხოს ხელისფლებას დამანგრეველი შედეგი ელოდება. მიტომ უსრულებს ხიხო მას მოთხოვნას.