კორონავირუსით 57 წლის ექიმი გარდაიცვალა 

კორონავირუსით 57 წლის ექიმი, ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა. ის “იმედის კლინიკაში” გინეკოლოგად მუშაობდა.

ზაზა იმერლიშვილს 2017 წელს გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 3470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102 270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 161 მოქალაქე.