ლოქდაუნის” წინა დღე თბილისში: საცობები გზებზე და რიგები სავაჭრო ობიექტებთან

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 28 ნო­ემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­ღა­ზია იკე­ტე­ბა, გარ­და სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა. ასე­ვე ღია იქ­ნე­ბა ყვე­ლა აფ­თი­ა­ქი და მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბი იყი­დე­ბა. პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი “შავი პა­რას­კე­ვის“ ფარ­გლებ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ ფას­დაკ­ლე­ბებს და­ემ­თხვა. გუ­შინ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბას ერთი დღე დარ­ჩა, რათა სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა, ის რე­ა­ლო­ბა, რაც დღეს დიდი მა­ღა­ზი­ებ­სა და სა­ვაჭ­რო მო­ლებ­ში შე­იქ­მნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის კრი­ტი­კის მი­ზე­ზი გახ­და.

უსას­რუ­ლო რი­გე­ბი ტან­საც­მლის, ტექ­ნი­კის, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ებ­თან. ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან ასე­ვე ნერ­გე­ბის, შპა­ლე­რის, ავე­ჯის მა­ღა­ზი­ებ­თან რი­გებ­ში. დის­ტან­ცი­ის დაც­ვის გა­რე­შე არ­სე­ბუ­ლი რი­გე­ბი და დარ­ღვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის მხრი­დან, მარ­თლაც ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ხალ­ხის ასე­თი სიმ­ჭიდ­რო­ვე სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპი­დე­მი­ის კი­დევ უფრო დიდ გავ­რცე­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს და მალე, კო­ვი­დ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია 10 ათა­სამ­დეც გა­ი­ზარ­დოს. მო­ქა­ლა­ქე­თა აქ­ტი­ურ­მა მო­ბი­ლო­ბამ გა­დატ­ვირ­თა გზე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ცო­ბია დე­და­ქა­ლა­ქის თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­გის­ტრალ­ზე.

კომენტარები ფეისბუქიდან