შეზღუდვების დაწესება ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გადასაფარად დასჭირდა.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოყოფილი 10 მილიარდით იყიდეთ ვაქცინა, მორჩით საკარანტინო და საგანგებო მაიმუნობებს” – ამის შესახებ “ლეიობორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, შეზღუდვების დაწესება ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გადასაფარად დასჭირდა.

“შეზღუდვები დაწესება მიზნად ისახავს არა მოსახლეობის გადარჩენას, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის მითვისებული ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს ფაქტიურად სამხედრო პოლიტიკური დიქტატურის არნახული ფორმაა.

მიუხედავად იმისა, რომ მიღებული 10 მილიარდი გამოყენებული ყოფილიყო ვაქცინების შესაძენად, რომელიც დღე-დღეზე გამოვა, აღნიშნული თანხები მან მოახმარა საკუთარ სამშენებლო ბიზნესს.

დღეს გვაყენებს არჩევანის წინაშე, ან აირჩიეთ კოვიდი, ან მოკვდით შიმშილით. ამ არაადამიანურ და კანიბალისტურ შეთავაზებაზე ქართველ ხალხს ექნება შესაბამისი პასუხი.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, აღნიშნული თანხით იყიდეთ ვაქცინა, მორჩით საკარანტინო და საგანგებო მაიმუნობებს და მიეცით ხალხს საშუალება საშობაო დღეებში მიიღოს ის ელემენტარული შემოსავალი, რითაც მთელი წელი უდნა დაიგეგმოს კონკრეტული ოჯახის ცხოვრება და არსებობა” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

წყარო: ptn.ge

კომენტარები ფეისბუქიდან