სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და შეზღუდვების ალტერნატიულ გზას სთავაზობენ.

სავაჭრო სექტორი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ შეზღუდვები 24-ის ნაცვლად, 15 დეკემბერს მოიხსნას, რაც მათ მუშაობის საშუალებას მისცემს.

“ვიზიარებთ, რომ ქვეყანაში არის პანდემია, მაგრამ აუცილებელია, რომ სექტორს ჰქონდეს მუშაობის საშუალება.

ჩვენი შეთავაზებაა, რომ დეკემბრის თვეში 15 დეკემბრიდან, ნაცვლად 24 დეკემბრისა, მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ასევე ლაპარაკია, რომ ამ რიცხვებში მოიხსნას ტრანსპორტის შეზღუდვა, რათა მოსახლეობამ შეძლოს სავაჭრო ცენტრამდე მისვლა – განაცხადა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა.

სავაჭრო ცენტრები, რომელთა წარმომადგენლებმაც განცხადება გაავრცელეს არიან: გალერეა თბილისი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა, სითი მოლი და გლდალი მოლი.

წყარო: ptn.ge

კომენტარები ფეისბუქიდან