მანქანა ბორდიურს დაეჯახა და მერე მტკვარში გადავარდა” – მცხეთასთან 3 ქალი დაიღუპა

დღეს, შუ­ა­დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე მცხე­თას­თან ავა­რი­ას, სამი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ბელა გე­გუ­ჩა­ძე, მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და მაკა შუ­ბი­თი­ძე. მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი სამი მგზავ­რი­დან არ­ცერ­თი არ გა­დარ­ჩა.

ბელა გე­გუ­ჩა­ძე მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ექთ­ნად მუ­შა­ობ­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი კო­ვი­დცენ­ტრში იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

რო­გორც მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი გვიყ­ვე­ბა, სა­ჭეს თა­ვად ბელა მარ­თავ­და. მან­ქა­ნა ჯერ ბორ­დი­ურს და­ე­ჯა­ხა და შემ­დეგ მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.

“ბე­ლას სამი შვი­ლი დარ­ჩა, მა­რი­ამს ორი და მა­კას ასე­ვე სამი…რვა ბავ­შვი და­ობ­ლდა” – გვიყ­ვე­ბა ბელა გე­გუ­ჩა­ძის ახ­ლო­ბე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოს­ტებს წე­რენ “ფე­ის­ბუქ­ზე” მათი მე­გობ­რე­ბი:

“ბელა, რო­გორ ძა­ლინ მე­ნა­ნე­ბი, რო­გორ ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და მო­მიკ­ვდა გული ასე­თი ლა­მა­ზი, კე­თი­ლი ახალ­გაზ­რდა. შენ ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­დი ძა­ლი­ან მი­ჭირს წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტე გული, ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი ლა­მა­ზი სული. შენ ოჯახს დიდ გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ ამ დიდი ტკი­ვი­ლის გა­და­სა­ტა­ნად“

“ნა­თელ­ში იყ­ვეს თქვე­ნი სუ­ლე­ბი გო­გო­ე­ბო ბელა გე­გუ­ჩა­ძე მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და მაკა შუ­ბი­თი­ძე. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს . ახ­ლობ­ლებს”.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა, მო­ახ­დი­ნა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა.

“ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 15 მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. მყვინ­თა­ვე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ვიდ­ნენ 30 მეტ­რის სიღ­რმის ხევ­ში და და­ი­წყეს სა­მაშ­ვე­ლო- სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი . პა­რა­ლე­ლუ­რად, დრო­ნის მეშ­ვე­ო­ბით , ხდე­ბო­და მდი­ნა­რის ხე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. მყვინ­თა­ვი – მაშ­ვე­ლე­ბის უწყვე­ტი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მა­ლე­ვე მო­ხერ­ხდა სა­მი­ვე ცხედ­რის პოვ­ნა და ამოს­ვე­ნე­ბა” – აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.
axalitaoba