კიდევ ერთი ქოცური უცნაურობა – “იმედი” სტრასბურგში მოპოვებულ სამართალს გვამადლის

ლიბერასტული მასმედიის ფლაგმანი საქართველოში, “ქოცური” ტელევიზია “იმედი” თავის პროპაგანდაში კიდევ ერთ “წიაღსვლას” აკეთებს და სააკაშვილის რეჟიმის დროს ნაწამები ხალხის მიერ სტრასბურგის სასამართლოში ამდენი ხნის მანძილზე, რის ვაი-ვაგლახით მოპოვებულ გამარჯვებას ბრავურულად გვამცნობს.

“იმედის” წამყვან ჩიხლაძეს, “რატომღაც” ავიწყდება, რომ სააკაშვილის დროს ჩადენილ დანაშაულებზე სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების სირცხვილია, ვინაიდან, თუკი პოსტსააკაშვილისეული ხელისუფლება სამართლის აღდგენას იფიცებოდა, დაზარალებულებს, წესით, აღარ უნდა დასჭირებოდათ სტრასბურგში ჩივილი და ხელისუფლება მათთან მორიგების გზით უნდა წასულიყო.

მაგრამ რას გააგებინებ სიხარბით შეპყრობილ, “ნაცების” საქმის უფრო სუფთად, თეთრი ხელთათმანებით გამგრძელებელ “ქოცების” ხელისუფლებას? აი რას იუწყება “იმედი”, ტექსტური ვერსიით გთავაზობთ, ვიდეო თუ გაინტერესებთ და ჩიხლაძის მიერ წაკითხული სარედაქციო დემაგოგიის მოსმენაზე ნერვები არ გეშლებათ, თავად ნახეთ ზემოთ მითითებულ ბმულზე.

“იმედი”: ახლახანს, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოდან გაგზავნილ კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე გამოაცხადა.

საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს სერჟანტ როინ შავაძის სიცოცხლის უფლება დაირღვა, დაირღვა არა მხოლოდ მკვლელობით, არამედ საქმის გამოუძიებლობითა და მტკიცებულებების გაყალბებითაც.

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა 7 საჩივარზე დაადასტურა; საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილი განიხილა. რაც შეეხება 2013 წლიდან დღემედ საჩივრებს, ის 8-ჯერ არის შემცირებული და 732-ს შეადგენს. განსხვავებულია შინაარსიც, ახლა საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ოჯახური ძალადობის, ადმინისტრაციული ჯარიმების კანონიერებისა და სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო ჩივიან. ამ დრომდე ერთი საჩივარიც კი არ გაგზავნილა ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების კომპენსირება გადასახადების გადამხდელებს უკვე 6 მილიონი ლარი დაუჯდათ.
Geo info from