ამ დროისთვის, არ გვინახავს ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელსაც შესაძლოა, არჩევნების შედეგები შეეცვალა- აშშ-ის გენერალური პროკურორი

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტს 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მასშტაბური გაყალბების მტკიცებულებები არ აღმოუჩენია.

 

უილიამ ბარმა აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი და იურისტების გუნდი ბიულეტენების გაყალბების შესახებ საუბრობენ და სასამართლო დავას განაგრძობენ.

„ამ დროისთვის, ჩვენ არ გვინახავს ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელსაც შესაძლოა, არჩევნების შედეგები შეეცვალა“, – აღნიშნა უილიამ ბარმა სააგენტო „ესოშიეთიდ პრესთან“ საუბრისას.
Geo info from

კომენტარები ფეისბუქიდან