წარმატებული ემიგრანტი ქალბატონი: ქეთევან გულმაგარაშვილი სტუმრად წარმატების ფაქტორში!

TVM NEWS-ის ჟურნალისტმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა გადაცემა: „წარმატების ფაქტორის“ ტელე-გმირ, ემიგრანტ ქალბატონზე, რომელმაც სამშობლო საკუთარი ვაჟის კეთილდღეობისთვის დატოვა და მისი განათლების უზრუნველსაყოფად საბერძნეთში რუტინული სამუშაოს შესასრულებლად გაემგზავრა. დიახ, დღეს ჩვენი ემიგრანტი ქალბატონი ქეთევან გულმაგარაშვილი უკვე ერთ-ერთი შემდგარი და წარმატებული ბიზნეს პერსონაა, რომელმაც ემიგრაციაში ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანა, უვლიდა დასნეულებულ, მძიმე მოხუცებს, არ თაკილობდა სხვადასხვა სამუშაოებს და საკუთარი შრომითა და პატიოსნებით გაითქვა სახელი, შემდეგ შეისწავლა სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟი და დაიწყო პაციენტების მიღებაც, უცხო ქვეყანაში ალბათ დამეთანხმებით, რომ არა ქართველი ემიგრანტი ქალბატონის მაღალი პროფესიონალიზმი და ნდობა, იგი ნამდვილად ვერ შეძლებდა მადლიერი პაციენტების არმიის შექმნას. როდესაც ვკითხეთ ქალბატონ ქეთევანს, თუ რა განსაკუთრებული ფაქტორი იწვევდა მისდამი პაციენტების კეთილგანწყობას, მომღიმარი სახით განგვიცხადა, რომ იგი არასდროს ატყუებს მასთან სამკურნალოდ მისულ პაციენტს და როდესაც გასაოცარ შედეგს საკუთარ თავზე გამოცდის, ეს არის ყველაზე დიდი ნდობის ფაქტორი, რომელიც პაციენტებს დაცულობის შეგრძნებას უვითარებს.

ქეთევან გულმაგარაშვილი:

„დავიბადე სოფელ ნატახტარში, დავათავრე საშუალო სკოლა,შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო კოლეჯში საერთო მედდის სპეციალობაზე, შემდეგ შევქმენი ოჯახი, შემეძინა არაჩვეულებრივი ვაჟი:  ვაჟა ლაზარიშვილი, რომელიც ამჟამად ძალიან წარმატებული და საამაყო ახალგაზრდაა, კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი, ყველაზე პატარა ტენორი, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა აქვს ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ნიჭიერებისა და კეთილსინდისიერების წყალობით ყველაფერს მიაღწევს. უფრო ვფიქრობთ, რომ უცხოეთში განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. ნამდვილად ამაყი დედა ვარ, რომ ამ ჩემ გაღებულ მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია, გავხდი ემიგრანტი და მუხლჩაუხრელად ვშრომობდი უცხო ქვეყანაში მხოლოდ ჩემი ვაჟის გულისთვის, რომ მისთვის მიმეცა კარგი განათლება, რადგან 4 წლიდან მღერის და სცენაზეა, ძალიან ნიჭერია და მჭირდებოდა მისი წინსვლისთვის გარკვეული ფინანსური წყარო და მიხარია, რომ მან ეს დააფასა. კონსერვატორიაში მოხვდა უფასოზე იმდენად კარგად სწავლობდა. ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატების ძირითადი ფაქტორია ჩემი შრომისმოყვარეობა, ნამდვილად ერთი დღეც არ ვყოფილვარ უქმად, სულ ვშრომობდი და კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას. საქართველოში როდესაც დავბრუნდი შევისწავლე სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟი და ავიღე შესაბამისი სერთიფიკატიც და რადგან ბერძნულიც კარგად ვიცოდი, იქ დავიწყე უკვე მასაჟისტობა. მე საკუთარი ბინა არ მქონდა და გადავწყვიტე შემეძინა ბათუმში, უამრავი სამშენებლო პროექტი მოვინახულე და მივაგენი კომპანია „ედელვაისს“, რომლის პირობებმაც სრულიად დამაკმაყოფილა და შევიძინე მშენებარე ბინა, თუმცა რადგან მხოლოდ ჰაერში გადავიხადე თანხა ბევრ ჩემს ნაცნობ-მეგობარს ეშინოდა, რომ მოტყუებული არ დავრჩენილიყავი, თუმცა ღმერთის წყალობით საიმედო კომპანია აღმოჩნდა და უფრო მეტიც შემომთავაზეს, როგორც ემიგრანტს მათთან თანამშრომლობა, მეც ბევრ ჩემს მეგობარს შევაძენინე მათთან ბინა და გავხდი დამსახურებული მენეჯერი. საერთოდ ყველაფერი ნდობის ფაქტორია და მე ჩემს მომხმარებლებს ვთავაზობ საუკეთესო ფასად, მათთზე მორგებული პირობებით და სანდო, პროფესიონალი იურისტის შედგენილი კონტრაქტით გაფორმებული უძრავი ქონების შეძენას. მომხმარებლებიც კმაყოფილი მყავს და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობაც.

არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო ჩემი წარმატების ყველაზე დიდი ფიქსატორი ქალბატონი: ცისნამი ქარაული, რომელიც არის ძალიან ცნობილი სახალხო მკურნალი და ეზოთერიკი, სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი წარმატების ფაქტორი, ვამაყობ, რომ ეს უსაყვარლესი ქალბატონი ჩემი ცხოვრების მასწავლებელია, რომელმაც პირველ რიგში შემაყვარა საკუთარი თავი, სრულიად სამყარო დამანახა სხვა თვალით და დამიბრუნა ჯანმრთელობა, რადგან ემიგრაციაში ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ვიყავი დეპრესიაში და სულ ვტიროდი და მახსოვს ჩემთან საუბარში ათენებდა ხოლმე, მასთან ურთიერთობამ მომცა სულ სხვა ცოდნა-განათლება, ვუსმენდი მის არაჩვეულებრივ გადაცემებს, აფირმაციებს, მანტრებს, რომელიც სულს მიმშვიდებდა და მაბედნიერებდა, ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ცისნამის, რომ დამაყენა ფეხზე და მაჩუქა ნამდვილი ბედნიერება, ხო კიდევ ძალიან შემიყვარდა ქვები და მინერალები, მათ ძალიან დიდი ძალა მომცეს. ცისნამი ქარაულმა თავიდან დამაწყებინა სიცოცხლე და მასწავლა მთავარი საკუთარი თავის სიყვარული, რადგან თუ არ გეყვარება შენი თავი ვერ მიაღწევ წარმატებას, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ მიმართეთ ამ საოცარი პოზიტიური ძალის ქალბატონს, დაუჯერეთ, უსმინეთ მის გადაცემებს და ერთ მშვენიერ დღესაც თქვენი ცხოვრება აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება ისევე, როგორც ჩემი და სხვა მრავალი ადამიანის შეიცვალა. წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ თქვენს მედია სააგენტოსაც, მადლობელი ვარ რომ მომიწვიეთ და დაინტერესდით ჩემი წარმატების ფაქტორით.“

 

 

კომენტარები ფეისბუქიდან