ბავშვების 200-ლარიანი დახმარებისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ თანხას მხოლოდ 17 წლამდე ასაკის ადამიანები მიიღებდნენ, თუმცა გვერდზე, რომელზეც რეგისტრაციის გავლაა საჭირო, მითითებულია, რომ ერთჯერადი დახმარება 18 წლამდეა გათვალისწინებული.

უკვე ცნობილია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა სისტემაში შეყვანაც იქნება საჭირო ამ დახმარების მისაღებად. თავდაპირველად, მოამზადეთ შემდეგი მონაცემები:

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

კომენტარები ფეისბუქიდან