სოდიანი წყალი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება კოვიდთან ბრძოლაში – ლევან რატიანის რჩევა მათთვის, ვინც მკურნალობას სახლში გადის

“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე”, – განაცხადა რატიანმა,

გარდა ბევრი სითხის მიღებისა, ლევან რატიანის თქმით, აუცილებელია პაციენტებმა ტუტე გარემოს შესაქმნელად ყოველ ორ საათში პირისღრუში სოდიანი წყალი გამოივლონ.

“როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს”, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის გაზიანი მინერალური წყლის, მაგალითად “ბორჯომის” მიღებაც სასარგებლოა.