ჯერ ჩამცხრალი არ იყო ბრძოლები მთიანყარაბაღში, სადაც თურქეთმა სირიელი“ბოევიკები” გადაიყვანა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მზადება დაიწყო ინდოეთსა დაპაკისტანს შორის კონფლიქტში ჩასართველად.
გამოცემა India Today-ი წერს, რომ ანკარას განზრახული აქვს, “ბოევიკების” გაგზავნა ქაშმირში _ ინდოეთსა და პაკისტანს შორის საკამათო რეგიონში. ამით ერდოღანი ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას აზიელ მუსლიმანებზე.
ბერძენი ჟურნალისტი, ანდრეას მაუნტზურალიასი, სირიელ ქურთებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქი ოფიცრები ადგენენ სიებს იმ “ბოევიკებისა”, რომლებიც მზად არიან ჰიმალაიში გასამგზავრებლად. თურქები მსურველებს 2 ათას დოლარს სთავაზობენ. ეს ინფორმაცია უარყო თურქეთის ელჩმა ინდოეთში შაქირ ოზკანმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს თურქეთი რეგულარულად ერევა სხვა ქვეყნების კონფლიქტებში და ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას უცხოეთში. ერდოღანმა რამდენიმეჯერ სცადა სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება, ბოლო კრახით დასრულდა და თურქეთის ლიდერი იძულებული შეიქნა, დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტისთვის მიემართა. ამასთანავე, თურქეთმა ლიბიაშიც გადაისროლა ე.წ. ეროვნული მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი “ბოევიკები”.
news-front.inf