იმუნიტეტი კოვიდისგან განკურნებულებს შესაძლოა რამდენიმე წელიწადი გაჰყვეს!

ეს არ არის დამოკიდებული ანტისხეულებზე, რომლის დონე რამდენიმე თვის

განმავლობაში იკლებს, არამედ B უჯრედებზე – იმუნური მეხსიერების მატარებლებზე.

 

კალიფორნიის La Jolla -ს ინსტიტუტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსით

დაავადებულ პაციენტებში იმუნიტეტი რვა თვის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ

მომავალში ეს “რეზერვი” შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. ამის

შესახებ სამედიცინო პორტალი bioRxiv იუწყება.

 

კვლევის ავტორებმა რამდენჯერმე აიღეს სისხლის ნიმუშები 185 პაციენტიდან, 19-დან

81 წლამდე, რომლებმაც პანდემიის დასაწყისში CoViD-19 მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს.

მათ გაანალიზეს ანტისხეულების დონე, B უჯრედების რაოდენობა, რომლებიც

საჭიროებისამებრ უფრო მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებენ და ორი ტიპის T უჯრედები.

 

აღმოჩნდა, რომ იმუნური უჯრედების დონე თანდათანობით იკლებს ინფიცირების მომენტიდან

რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა, ადამიანის სხეულში, სავარაუდოდ, უჯრედების საკმარისი

რაოდენობა რჩება რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელსაც შეუძლია დაიცვას ხელახალი

ინფექციისგანა.

 

როდესაც ანტისხეულები აღარ გვხვდება პაციენტის სისხლში, სწორედ B უჯრედები

ინარჩუნებენ იმუნურ მეხსიერებას, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს “იცნოს”

კორონავირუსი რამდენიმე წლის განმავლობაში.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ ანალოგიური კვლევა ჩატარდა ნიუ-იორკის მაინტ-სანაუს

სამედიცინო ცენტრში, სადაც დამტკიცდა, რომ კოვიდ-19 სგან განკურნებული პაციენტი

საშუალოდ 5 თვის განმავლობაში ინარჩუნებს იმუნიტეტს.კვლევა ჩატარადა 30 000 პაციენტზე

 

“პაციენტების 90% -ში ექიმებმა დაადგინეს იმუნოგლობულინის G (IgG) კლასის

ანტისხეულების არსებობა, რომელიც მიმართულია კორონავირუსის S- ცილაზე. მომდევნო

ხუთი თვის განმავლობაში მათი დონე სრულიად სტაბილური იყო. კვლევის დროს მეცნიერებმა

გამოიყენეს ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბციული ანალიზი”, – იუწყება oane.ws …

 

ანტისხეულების გამომუშავება 3-დან 7 თვემდე და უფო მეტიც გრძელდება, თუმცა ამ

განსხვავებების ახსნის მიზეზი ჯერ არ არის მოცემული.

კომენტარები ფეისბუქიდან