შემოღებული შეზღუდვების პირობებში, სარესტორნო ბიზნესს განსახვავებულ სტილში უწევს მუშაობა, რომელიც მათთვის ძალიან პრობლემურია.

შემოღებული შეზღუდვების პირობებში, სარესტორნო ბიზნესს განსახვავებულ სტილში უწევს მუშაობა, რომელიც მათთვის ძალიან პრობლემურია. ადგილზე მიტანის სერვისზე გადასვლის გამო, მუდმივ წნეხში არაინ თავად რესტორნის თანამშრომლები, რომელთაც ღამის გათენება სამუშაო ადგილზე უწევთ. 

როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ე.წ. “წერტილოვანი შეზღუდვების” ფარგლებში რესტორნებს საქმიანობა მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ რესტორნების მენეჯმენტს მუდმივ საშვებს ხოლოდ ე.წ. დელივერის თანამშრომლებზე აძლევენ, ხოლო მზარეულებზე ან მძღოლებზე – არა. სარესტორნო ბიზნესისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ასე და რატომ უნდა იყვნენ რესტორანში თანამშრომლები დილამდე, თუ მუშაობა 02:00 საათზე დაასრულეს.

პრობლემის შესახებ უკვე საქმის კურსშია ეკონომიკის მინისტრიც. “მზარეულებს 02:00 საათის შემდეგ, დილამდე სკამებზე ძინავთ მხოლოდ იმიტომ, რომ საშვებს არ გვაძლევენ და სახლებში ვერ ვუშვებთ”, – ამ შინაარსის გზავნილი ნათია თურნავამ, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებმა რესტორატორებისგან პირადად მიიღეს. 

სახელმწიფოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვებით, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ბიზნესი აცხადებს, რომ ე.წ. დელივერი სერვისი საკმაოდ ძვირი ჯდება და კვების ობიექტებს, ხშირ შემთხვევაში მათი გამოყენება არ უღირთ. რესტორატორების თქმით, ისეთი კომპანიები, როგორიც “ვოლტი” და “გლოვოა”, შეკვეთის 25%-30%-ს ითხოვენ, რის გამოც მათი დაქირავება აღარ ღირს.

რესტორნების თანამშრომლებს არ აქვთ საშვები, რაც პრობლემას ქმნის, რომ მათ თავად განახორციელონ ადგილზე საკვების მიტანა.

„ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ არის, თუმცა, ნებისმიერ უწყებას შეიძლება მიმართოს დაინტერესებულმა პირმა, ვისაც ეს სჭირდება და საშვები უპრობლემოდ გაიცემა, რათა ნებისმიერ ბიზნეს-ოპერატორს მიეცეს მუშაობის საშუალება“, – აღნიშნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელიმა, ბექა ფერაძემ. 

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრის, ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, ნათია თურნავას შეხვედრაზე რესტორატორების მიერ გაჟღერებულ ყველა ინიციატივაზე ერთი პასუხი ჰქონდა: „მომეცით დრო, საკითხებს გავივლი შესაბამის უწყებებთან, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ეპიდემიოლოგებთან და უწყებათშორისი კომისიის წევრებთან“.

„ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენი ინიციატივები წარვადგინეთ და მათ შორის იყო თანამშრომლების გადაყვანის და მათი საშვების საკითხი, ანუ რესტორნის სამზარეულო მუშაობს ღამის 02:00 საათამდე და შემდგომი რამდენიმე საათი, როცა საქმე აღარ აქვთ, დილის 05:00 საათამდე ადამიანებს ეძინათ სკამებზე, მაგიდებზე… სრული მარაზმია. ჩვენ, რესტორნების ხელმძღვანელები საღამოს საათებში თავად ვახორციელებთ მიტანას, რომ გადავრჩეთ. მზარეულებისთვის, რესტორატორებისთვის, ასევე მძღოლებისთვის, რომლებმაც თანამშრომლები საღამოს საათებში სახლებში უნდა დაარიგონ, საშვები არ გვაქვს. გუშინ ბიზნეს-ომბუდსმენმა მოგვწერა, რომ გავაკეთოთ `ექსელის ფაილი~, რომელშიც ჩაიწერება ყველა რესტორნის და მათი თანამშრომლების მონაცემები, რომლებზეც საშვები გვინდა“, – განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა “ბიზნეს მედიასთან” და დასძინა, რომ 40 რესტორნის და მათი თანამშრომლების სია უკვე გადაგზავნილია, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ საშვს ყველა მიიღებს, რადგან ბიზნესომბუდსმენის აპარატისგან ამ დროისთვის აქვთ ბოლო ინფორმაცია, რომ „სიას გადახედავენ და თუ ძალიან ბევრი არ იქნება, საშვების გაკეთებას განიხილავენ“.

შეიძლება ითქვას, რომ სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთ პირველ ადგილზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებეში, ყველაზე მეტად დაზარალდა. მათ შეზღუდვების გამო უკვე მეორედ უწევთ დახურვა. რესტორნების ნაწილი მიტანის სერვისზე ახლა გადავიდა და ნაწილმა კი, ეს ვერც მოახერხა, რის გამოც დახურვა და თანამშრომელბის სახლში გაშვება მოუწია. 

რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მზარეულების ღამის გათენებაზე მეტად პრობლემური თანამშრომელთა დიდი ნაწილის უმუშევრად დარჩენაა. 

“დიახ, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. რესტორნების დახურვის შემდეგ. ვალდებულება არის, რომ დილის ხუთ საათმდე იქ იყვნენ და შენობა არ დატოვონ. რესტორნის თანამშრომელი ღამის სამ საათზე ვერ წავა სახლში. ამის გარდა, უამრავი თავსატეხი გაუჩნდათ: უფულობა, უმუშევრობა და უამრავი სხვადასხვა პრობლემა. მთავარი ის არის, რომ მზარებულების 90% ქუჩაში უმუშევრად არის დარჩენილი, თორემ ღამის თენებას ვინღა ჩივის”, – განუცხადა “რეზონანსს” კოტე გაბრიჩიძემ.
rezonansi