გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

ყველასათვის ცნობილი, საყვარელი, ენერგიული და წარმატებული რუსთაველი ქალბატონი/ქალი დიზაინერი & ფლორის მემატიანე/: შორენა მაჭავარიანი  – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას რესტორან „ლაზიკაში“ და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა

გაეცანით შორენა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ. 

-გახლავართ შორენა მაჭავარიანი, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისთვის, რადგან ვთვლი, რომ თქვენი სააგენტო ყველას ინტერვიუს ნამდვილად არ ანთავსებს თავის გვერდზე და ამიტომაც ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ დაინტერესდით ჩემი პიროვნებით და საქმიანობით. გეტყვით იმას, რომ უპირველეს ყოვლისა მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად აფასებს ურთიერთობებს და შემდეგ რათქმაუნდა ყველაფერ დანარჩენს. მიმაჩნია, რომ თუ ურთიერთობები არის მყარი და სწორად დალაგებული, მაშინ ნებისმიერი ბიზნესი იდეალურად გამოდის. ფრიადზე დავამთავრე სკოლა, უფასოდ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში, გავხდი სტიპენდიანტი, დავამთავრე წითელ დიპლომზე, მცირე ბიზნესის მენეჯმენტის და მარკეტინგის განხრით, დამტოვეს კათედრაზე, 6 წლის განმავლობაში ვიყავი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, გათხოვების შემდეგ გავხდი ორი საამაყო ვაჟკაცის დედა და ვთვლი, რომ ქალისთვის ამაზე საპატიო და დიდებული საქმე ნამდვილად არ არსებობს. მაგრამ როდესაც უკვე მყავდა ერთი შვილი და მე და ჩემმა მეუღლემ დავგეგმეთ მეორე ბავშვის ყოლა, მაშინ მე გადავწყვიტე მეუღლეს დავხმარებოდი და ამ მიზნით წამოვიწყე მცირე ბიზნესი. პირადად ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს მცირე ბიზნესის ენას, თუ როგორ უნდა წამოეწყოთ საქმე, ამიტომ რასაც თეორიულად ვასწავლიდი, მინდოდა ის პრაქტიკაშიც განმეხორციელებინა. თავდაპირველად გავაკეთე ყვავილების მაღაზია და ეს გავაკეთე განსხვავებული პროდუქტით, ანუ ძვირადღირებული ჰოლანდიიდან ჩამოტანილი ცოცხალი ყვავილებით, ჩემი მასწავლებელი გახლდათ ცნობილი დიზაინერი მარიკა დანელია, რომლის მოსწავლეობით დღესაც ვამაყობ, რადგან ქალბატონი მარიკა არის უსაყვარლესი და ძალიან დადებითი აურის მქონე ადამიანი და რათქმაუნდა უნიჭიერესი დიზაინერი, რომელმაც პროფესიულ დონეზე მასწავლა და შემაყვარა ეს საქმე. მას თბილისში აქვს მაღალი საზოგადოების წრეებში დიდი სიყვარული და დაფასება, უდიდესი პროექტების განმხორციელებელია დაწყებული პრეზიდენტის ინაუგურაციის გაფორმებიდან სხვადასხვა სახელმწიფო დონის და მნიშვნელობის პროექტები. ქალბატონი მარიკა დღემდე არის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი და უბედნიერესად ვთვლი თავს, რადგან სწერედ იგი არის ჩემი პედაგოგი და გარკვეულწილად ჩემი წარმატება მისი დამსახურებაა. ამიტომ უდიდეს მადლობას ვუხდი მას, რომ გვერდზე დამიყენა, მომცა საშუალება ჩემი თავისა და შესაძლებლობების რეალიზების და მასწავლა ყვავილების სიყვარული. მისი მხარდაჭერით გავხსენი ყვავილების მაღაზია, როგორც ზემოთ ავღნიშნე ქალბატონი მარიკა არის ძალიან საყვარელი და თბილი ადამიანი, ამიტომ მეც მასავით ვცდილობ ვიყო ჩემი მოსწავლეებისთვის საყვარელი მასწავლებელი. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არ ვყოფილიყავი მხოლოდ ყვავილების გამყიდველი, გარდა ქალბატონი მარიკა დანელიას ფლორისტიკისა, სამდღიანი ძვირადღირებული სემინარი გავიარე საპატრიარქოს მიერ ჩამოყვანილი პროფესიონალი უცხოელი ფლორისტები. დღეს გვაქვს უამრავი ფართომასშტაბიანი პროექტი, რომლებსად ერთობლივად ვაპირებთ უკრაინელ ფლორისტებთან ერთად ტანდემში. ფლორისტი გრეგორი ლეში, რომელმაც მნიშვნელოვანი თრენინგი ჩაგვიტარა ფლორისტებს, რათა ყველა ფლორისტი გაერთიანებულიყო. მეც ერთ-ერთი ინიციატორი ვარ ამ პროექტის, რომ საქართველოში ყვავილები აყვანილი იყოს ხელოვნების დონეზე. მაქვს პატარა სკოლა, სადაც ჩემ მოსწავლეებს ვასწავლი ყვავილების სიყვარულს და გამოვზარდე უკვე ოცამდე მოსწავლე, ვამაყობ იმით, რომ ჩემი მოსწავლეები დღეს სწორედ ყვავილების ხელოვნების სფეროში ტრიალებენ, მაქვს ამ სფეროში უკვე ჩვიდმეტწლიანი გამოცდილება. შემიძლია ნებისმიერ მსურველს მაღალ დონეზე გავატარო ფლორისტიკის სკოლა, ამ მომენტისთვის ქალბატონ ინგა ბლესთან ერთად ვმუშაობ პროექტზე, თუ როგორ შეიძლება ვასწავლოთ ინტერნეტით ფლორისტიკა. მაქვს აგრეთვე შეხება ინტელექტიკა ჯგუფთან, რომლებიც არიან თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალები. ვგულისხმობ გიორგი თვალაძეს და მის გუნდს. ვცდილობთ ძალებისა და რესურსების გაერთიანებას, რომ ჩვენი შემოქმედება გავიდეს რუსთავს გარეთ, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ნამუშევარი წარმატებით განხორციელდება, როგორც ინგა ბლესის პროექტი. ეს არის ცნობილი და ძალიან კარგი ფსიქოლოგი, რომელიც ძალიან ბევრ ქალბატონს დაეხმარა ფსიქოლოგიურად. აგრეთვე პროექტებს ვაკეთებ მარიგოლდის დამფუძნებელთან ერთად, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალბატონი. ასევე ვაკეთებ სამთავრობო პროექტებს. აგრეთვე ამჟამად მაქვს ყვავილებისა და სილამაზის სტუდია სალონი „აზიატი“, ზოგადად მიყვარს სიკეთის კეთება და მაგალითისთვის თუ შემიმჩნევია, რომ წყვილს, რომელსაც უნდა დასამახსოვრებელი ქორწილის მოწყობა და კარგი დიზაინისთვის ფული არ ყოფნით, საჩუქრად გამიკეთებია ძვირადღირებული გაფორმება და დიზაინი, ანუ მიჩუქნია მათთვის დაუვიწყარი ქორწილი, ასევე მეც და ჩემ მოსწავლეებსაც მაგალითად საბანკეტო ვარცხნილობა მაკიაჟი და მანიკიურიც გაგვიკეთებია აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოზარდებისთვის, ვიცაც გადახდის საშუალება არ ქონიათ. პირადად მე ეს მახარებს და მაბედნიერებს, როდესაც ადამიანებს სიხარულს და ბედნიერ ღიმილს ვჩუქნი.

ჩვენთვის, როგორც ცნობილია თქვენ გყავთ დიდი ოჯახი, მეუღლე, შვილები, ეს ყელაფერი კი ქალისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..

-დიახ მყავს მეუღლე, რომელიც მუშაობს საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სამხარაულის ექსპერტიზის უფროსი, წარმოშობით ვარ იმერელი, ზესტაფონიდან ვარ და გავთხოვდი რუსთავში, მყავს ორი ვაჟი, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ უფლება, რომ არ იყვნენ სანიმუშო, მშრომელი და წარმატებული მოქალაქეები, ამიტომაც პატარა ასაკიდანვე ჩაბმულები არიან მშობლების მხარდამხარ საერთო საქმეში. მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ვაჟებს გავზრდი საამაყო მამულიშვილებად, მე როგორც ქართველ დედას ჩემი უმთავრესი მისია ნამდვილად შესრულებული მექნება. რაც შეეხება სიძნელეებს, როგორც უკვე გითხარით ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი ოჯახი, ჩემი ბიჭებიც და მეუღლეს მაქსიმალურად გვერდში მიდგანან, ამიტომ ყველაფერს ერთად ვუმკლავდებით.

-ქალბატონო შორენა რამ გადაგაწყეტინათ პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-თქვენი პროექტის შესახებ, როდესაც გავიგე ძალიან დავინტერესდი, რადგან ვთვლი, რომ არის ულამაზესი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ყველა საქმოსან მანდილოსანს ჭირდება ერთგვარი დაფასება, განსაკუთრებით ისეთ ქალბატონებს, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და დიდი ენთუზიაზმით ეწევიან სხვადასხვა საქმიანობებს, ამიტომ ასეთი ძლიერი ქალბატონების წარმოჩენა ნამდვილად დიდი საქმეა. საერთოდ ძლიერი და წარმატებული ქალების საქმიანობების გაშუქება, რასაც თქვენი ორგანიზაცია წარმატებით ახორციელებს ნამდვილად მისასალმებელია. პირადად მე მიმაჩნია, რომ მრავალი მანდილოსანი იჩრდილება და არ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები. არა და შეიძლება ეს მისი მასტიმულირებელიც იყოს სხვისთვის. ამიტომ ვთვლი, რომ წარმატებული და საქმიანი ქალების პოპულარიზაცია ძალიან საჭიროა, რომ საზოგადოებამ გაიცნოს მათვის უცნობი ბიზნეს ლედები, რომლებიც მამაკაცებზე არანაკლებ რუტინულ და სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ძლიერი ქალბატონების სოლიდარობით ძალიან ბევრი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი და მოხარული ვარ, რომ თქვენი ორგანიზაცია ამას ხელს უწყობს. მითუმეტეს, რომ პროექტს, როგორც ვიცი საქველმოქმედო დატვირთვაც გააჩნია და ამით კიდევ უფრო დიდი საქმე კეთდება. მე მაგალითად ქალთა სოლიდარობა შემიძლია შევადარო აზვირთებულ, მოვარდნილ ტალღას, რომელსაც წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, რომ არ გაჩერდეთ და სულ უფრო მეტი წარმატებული და ძლიერი ქალი შემოიკრიბოთ. რათქმაუნდა მეც თქვენს გვერდზე მიგულეთ.

-დიდი მადლობა ქალბატონო შორენა ასეთი მხარდაჭერისთვის და ასევე ჩვენს მედია სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, თქვენ უკვე ჩვენი დიდი ქალთა ოჯახის წევრი და მეგობარი გახდით, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. თუმცა, როგორც რუსთაველ ქალბატონს არ შემიძლია არ გკითხოთ, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?.. გსმენიათ ამ რესტორნის შესახებ?..

– რათქმაუნდა მსმენია, თამამად გეტყვით, რომ არის რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული რესტორანი, ჩემი აზრით დღესაც არის წამყვან პოზიციაზე რესტორნებს შორის, რადგან მე ზოგადად ვიცი რუსთაველების აზრი, ყველაფერი რაც საუკეთესოა ლაზიკაში იყო გაკეთებული, მაგალითად შვილის ბანკეტიც აქ მაქვს გაკეთებული, ძალიან ბევრი ქორწილია ჩატარებული უმაღლეს დონეზე, უამრავი პოპულარული მომღერალი გამოსულა ლაზიკას სცენაზე და საერთოდაც პირველად როცა გაიხსნა მე გავაფორმე მისი დიზაინი კომპოზიციურად, მას შემდეგ მრავალი ხელმძღვანელობა გამოიცვალა და ყველასთან მქონდა გარკვეული საქმიანი ურთიერთობები, თუმცა ახლანდელი ხელმძღვანელი ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი ადამიანი და აქვს სწორი გათვლები, შემიძლია გითხრათ, რომ რესტორანი ლაზიკა ყოველთვის წარმატებული იყო, არის და იქნება.

-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-მე ვურჩევდი ყოველდღიურად ყველა ეტაპზე ცოდნის გაღრმავებას, ჩემ სტუდენტებს ყოველ სასწავლო წლის დასაწყისში ვეუბნები, რომ წინა წელზე მეტად განვითარდნენ და გაიღრმავონ ცოდნა, რაც უპირობოდ არის წარმატების გარანტია. ასევე დამწყებებს ვურჩევ, რომ არ შეშინდნენ და ცოტა უნდა გარისკონ კიდეც, თორემ თუ არაფერი დაიწყეს, ვერც ვერაფერს მიაღწევენ, სამაგიეროდ თუ ცდიან და არ გამოუვათ სანანებელიც არ ექნებათ, რომ არ ცადეს, ამიტომ უნდა გარისკონ კიდეც, თუ წარმატების სურვილი აქვთ. საქმის დამწყებ ხალხს ვურჩევ, რომ განეწყონ პოზიტიურად და რაც მთავარია დაუღალავად იშრომონ, ოღონდ მხიარულად და არა დაღვრემილი სახით, ამიტომ უნდა შეარჩიონ საყვარელი საქმე და მთელი ენთუზიაზმით და გულით აკეთონ ბიზნესი. ისევ და ისევ დაუღალავი შრომა და ცოდნის გაღრმავება, ჩემი აზრით ეს არის წარმატების მიღწევის უმთავრესი იარაღი.

შეგახსენებთ, რომ შორენა მაჭავარიანი გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ შორენას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი შორენა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული, სიცოცხლით და ენთუზიაზმით სავსე ფლორისტი ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.