საქართველო დღეს – რიგები ლომბარდებთან

გაჩერებული და სოციალური აფეთქების ზღვარზე მყოფი საქართველო. ქვეყანა, სადაც ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა.

ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ღარიბი ხალხის ფულს იპარავს. ქვეყანა, სადაც ადამიანების გადარჩენის წყარო, პირდაპირ “ლომბარდზე” გადის. 

ეს ფოტო ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. ქართული ოცნებისაგან მიტოვებული ხალხი ლომბარდების რიგში… 

ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. გაჩერებული და გადახაზული სახელმწიფო. 

ადამიანებს სახლებიდან გამოაქვთ ყველაფერი, ძვირფასეულობა თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, მიაქვთ ლომბარდებში და ასე ცდილობენ შეინახონ ოჯახები. 

ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილის კლანი ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო მეტად მდიდრდება. 

ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილის კლანი ხალხს ართმევს თავისუფლებას, მომავალს, არჩევნებს, სახელმწიფოს…

მოქმედების დროა.
presa.ge