ჩვენი სახელმწიფო აყვა მსოფლიო ისტერიას და მთელი სახელმწიფო მოიცვა პანიკამ! მთავრობამ გადაამლაშა შიშის ფაქტორით

ალიას“ უფოლოგი ერეკლე შონია ესაუბრება

– „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობდით, რომ ზამთარში იმდენად დაბალი იქნება იმუნიტეტი, რომ უბრალო სურდოც კი შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო. ფაქტია, რომ მართლაც ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, როგორ გგონიათ, ახდა თქვენი ნათქვამი?

– ახლა, როცა იმ ფაზაში შევდივართ, როცა სიცივე შემოდის, მზის ნაკლებობაა, ნევროტული მომენტი ემატება – ეს უფრო რთული პერიოდია, ცხადია. ჩვენ არაფერი ვქენით პანიკის და შიშის შესაჩერებლად, პირიქით, ყველა ცდილობდა ადამიანების დაშინებას. ნებისმიერი სამხედრო შეტაკებების დროს, უმთავრესია პანიკისგან დაცვა. რადგან საზოგადოება იმართოს ჯანსაღად. თუ ადამიანს ეშინია, ის ბრძოლისუნარიანი ვეღარ ხდება, ვეღარ არის მობილიზებული! ჩვენი სახელმწიფო აყვა მსოფლიო ისტერიას და მთელი სახელმწიფო მოიცვა პანიკამ! მთავრობამ გადაამლაშა შიშის ფაქტორით და ახლა უკვე ჩაირთო, დომინოს ეფექტი, შიში უკვე გადადის ოჯახიდან ოჯახზე, ადამიანიდან ადამიანზე და ა.შ. ამ შიშის ფაქტორით, ოდნავ სიცხის მომატებაც საკმარისია, ან სტატისტიკის მოსმენა, რომლის გამოცხადებაც, არაფერი კარგის მომტანი არ არის და იწყება პანიკა. გეხსომებათ, თავიდანვე იყო საუბარი, რომ ვირუსი შერჩევით დაემართება ადამიანებს და მეტწილად იმ ადამიანებს დაემართება, ვისაც აქვს გონების მაღალი აღგზნებადობა. გამოდის, რომ ადამიანებს რესპირატორული ვირუსი კი არ კლავს, არამედ ფსიქოლოგიური იარაღი. ვინც მოდის ჩემთან შესამოწმებლად და ვსინჯავ, უმეტესობას თავის ტვინის აღგზნება აქვს ძალიან მაღალი, ეს აღგზნება გადაეცემა ხერხემლის ტვინს, იწყება მთელი ხერხემლის ტონუსის მომატება, დაძაბულობა, დააბულობა რომ იმატებს, ორგანიზმში წარმოიქმნება ფუნქციონალური ქაოსი. ექიმები ადგილ-ადგილ, ორგანო-ორგანო იწყებენ მკურნალობას და არ იციან მეტი! სამედიცინო სისტემა პარალიზებულია, მას არ შეულია ათასობით გამოძახებაზე რეაგირება და ის რესპირატორული ვირუსი, რომელსაც 1 პროცენტიც არა აქვს სიკვდილიანობა, ჩვენ ჩავთვალეთ მომაკვდინებელ ვირუსად, ამაზე გადმოვერთეთ და იქით დარჩა ყურადღების გარეშე ყველა სხვა დაავდება! ახლა ვინმე თუ კვდება, ყველაფერს აწერენ კორონას, კორონა არაფერ შუაშია, აქ პრობლემა არის პანიკაში. ყველამ იცოდა გაზაფხულზე, რომ ჩვენ ველოდებოდით არჩევნებს და საზოგადოების სამართავად მთავრობა გამოიყენებდა გარკვეულ ინსტრუმენტს დასაშინებლად. კატასტროფა მოხდა აღდგომის დღეებში, როცა კუბოებზე დაიწყეს საუბარი! ექიმები, რომლებიც უნდა იყვნენ ქვეყნის სამსახურში, ჩადგნენ ვიწრო პარტიულ სამსახურში! ექიმები, როგორც კულტურის მუშაკები, როგორც მეცნიერები, უნდა იყვნენ ზეპარტიულები, გამაერთიანებლები. შენ რომ გავალებს ვიღაცა, რომ დააანონსო მეორე ტალღა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში არის არჩევნები, ამ დროს ექიმებმა უნდა გავიხსენოთ ჰიპოკრატეს ფიცი, ჩვენ სიტყვაზე დამოკიდებულია ადამიანები და ყოველი ჩვენი არასწორად ნათქვამი, დაშინება, დაფრთხობა, იწვევს სიკვდილიანობას ამ ადამიანებში, რომლებსაც აქვს ჩიყვი, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. საშიშია ჩვენი სიტყვა, ექიმი სიტყვით კურნავს! ეს ისტერია, გამოცხადებებით, დაშინებით, ჯარიმებით, აკრძალვებით, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვკლავთ იმედს, მომავალს! ახლა შეიძლება არ არის დრო, მაგრამ მოვა პერიოდი, როცა სამსჯავროზე გავა და განსჯიან, ვინ რა როლი ითამაშა ამდენი ხალხის დაღუპვაში. ერთი რამის იმედი აქვს ხოლმე უნამუსო ადამიანებს, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს…

– თქვენ თქვით, რომ თქვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიდანაც ზოგმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ გადაიტანა კორონავირუსი. როგორ ახერხებთ მათ დახმარებას?

– მთავარია დიფერენციაციის გაკეთება – სად არის რეალური კოვიდინფექცია. ეს ვირუსი არის იმდენად დიდი ზომის, რომ ფილტვებში ვერ ეტევა, იჭედება და იწყება ფილტვის ანთება. მეორე ნაწილი, საყლაპავიდან თუ ჩადის კუჭში, იქ მას ხვდება აგრესიული გარემო, მჟავა, ნაწლავებში ხვდება ტუტე – ინფექციას შანსი არა აქვს ორგანიზმში გადარჩენის. მთავარია, დიდი დოზით არ იყოს მიღებული და ფილტვებში არ იყოს ცუდი პროცესები დაწყებული. ვინც მოვიდა ჩემთან და გავსინჯე, უმეტესობას 15-23 თვის წინ აქვთ კორონავირუსი  უკვე  გადატანილი, ის ამბავი, რომ ეს ახალი ვირუსია, ტყუილია! სხვათა შორის, იგი რთული ვირუსია, იმდენად რთულია, რომ ადგომაც კი უჭირს ადამიანს დახმარების გარეშე, თუ ასეთი შემთხვევაა უკვე, იქ აუცილებლად კლასიკური გზით უნდა წავიდეს მკურნალობა. უმეტესწილად ვინც მოდის, ამ ადამიანებს აქვთ გაციება, სეზონური გრიპი, პანიკური შეტევები, მაგრამ, რთული ვირუსია,  იმდენად, რომ ადგომა, სამთავრობო სხდომების ჩატარება, ტელევიზორიდან ქადაგება წარმოუდგენელია. დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, იმ მასკარადს, დასნებოვნებული ადამიანები რომ კონფერენციებს და სამთავრობო სხდომებს ატარებენ – ეს არის დიდი ბლეფი!

დიდი ბლეფია ისიც, რომ ჯანმრთელ ადამიანებს, სასუნთქ ორგანოებში, ტესტების ცხვირში ჩხიკინით აღმოუჩინეს ვირუსი, ამ ვირუსს უჭირს ადამიანის ორგანიზმში შესვლა და ეკრობა მის სველ ნაწილებს, ლორწოს. აი, ამას პოულობენ სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებსაც არაფერი სჭირთ, რომელთა იმუნიტეტი უკვე შეჩვეულია და ანტიგენიც აქვთ. ამ ხალხის ჩაკეტვა სასტუმროებში და საავადმყოფოებში ძალიან დიდი ბლეფია და სიგიჟე. ამ პრინციპით, ჩვენ პოტენციური მკვლელები ვართ და არამკვლელი ადამიანებიც ციხეში ჩავსვათ? სტრესში ვაგდებთ ამით ჯანმრთელ ადამიანებს და მთელ მათ ოჯახებს!

– მზა რეცეპტ არსებობს პრევენციისთვის?

-პირველ რიგში დავმშვიდდეთ და გავერკვიოთ რა გვაქვს, თუ არ არის ფილტვები ჩათრეული, მაშინ არაფერი გვაქვს, ნევროზის გარდა და დავწყნარდეთ. მიწასთან ვიურთიერთოთ, მზეზე წამოვწვეთ, დავისვენოთ, მივიღოთ ტრადიციული პროდუქტები, მაგალითად, ძმარი, ღვინო! არ შეგვეშინდეს ერთმანეთისგან ცუდის აღების, ვიურთიერთოთ ადამიანებთან. აი, დააკვირდით, ბოლო ხანს ერთმანეთს ვესალმებით მუშტების მირტყმით – მუშტის დარტყმა არის იმის ინიცირება, რომ შენ ხარ ჩემი მტერი და გაშლილი ხელი კი იმას ნიშნავს, რომ მე უიარაღო ვარ, შენი ძმა ვარ, შენი ახლობელი ვარ… მთელი მსოფლიო გადავიდა ამ სიგიჟეზე და პოლიტიკოსები გამოდიან მუშტებით… რაც შეეხება პირბადეს, ამაზეც უნდა ვთქვა, ადამიანების სასუნთქი სისტემა ისეა მოწყობილი, უნდა ხდებოდეს ვენტილაცია, ბუნებრივია. პირადე როცა გვიკეთია, ამ დროს სველდება სასუნთქი გზები და თუ ვირუსი შევიდა ორგანიზმში, ჩვენ მათ ვახვედრებთ სასათბურე პირობებს და დასნებოვნების ალბათობა არის გაცილებით მეტი! და მეორე, ჟანგბადის და ნახშიროჟანგის დონე იცვლება, ჩვენ ჟანგბადის მიწოდებას ვუმცირებთ თავის ტვინს ხელოვნურად. როცა გვიკეთია პირბადე და ხდება თავის ტვინის აღგზნებადობა. ამას, თავის მხრივ მოჰყვება ნევროზი, ფსიქოზი, სუიციდი, ორგანიზმის არასწორად მართვა. ხელოვნურად ვზრდით ნახშიროჟანგის დოზას და თან ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ ორგანიზმი ვერ ასწრებს ადაპტაციას.

გარდა იმისა, რომ ხალხი უნდა დამშვიდდეს და დაწყნარდეს, გვაქვს კიდევ ტრადიციული, სამკურნალო მეთოდები, მაგალითად, გოგირდის აბანოები, რომლის ორთქლი ფილტვების ინჰალაციისთვის ძალიან კარგია. დასავლეთ საქართველოში იზრდება ევკალიპტები, რომელსაც ასევე ინჰალაციისთვის გამოიყენება, გვაქვს ტრადიციული კომპრესები, თაფლის, თხის ქონის. მაგალითად, თხის ქონის კომპრესი, დაწყებული ყელიდან, კუჭის თავამდე და ზურგზე, ფილტვებზე 2-3 ღამის განმავლობაში ძალიან კარგია  და აჯანსაღებს ფილტვებს და იმუნიტეტს. თამბაქოს მოწევაზე ამბობენ, რომ მავნებელია და ვეთანხმები, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ცივილიზაცია, რომელიც კვამლს არის მიჩვეული და იმის გათვალისწინებით, რომ სიგარეტში 27-პროცენტზე მეტი ამინომჟავა, იგი ისეთ გარემოს ქმნის, რომ მსგავსი ვირუსები ვერ იბუდებენ. მინერალური წყლები ჩვენი, აღმდგენი და შემავსებელია. ისეთი მდიდარი ქვეყანა ვართ, შეგვიძლია, არამარტო საკუთარ თავს ვუმკურნალოთ, პოტენციალი გვაქვს, რომ ჩამოვიყვანოთ ხალხი და სხვებსაც ვუმკურნალოთ. მთელი მსოფლიო იყენებს ახლა ისეთ სუფთა ჰაერს, როგორიც არის ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში და ჩვენ რა გავაკეთეთ? დავხურეთ ზამთრის კურორტები, დავხურეთ აბანოები! პანდემიის დასაწყესშივე გავაჟღერე, რომ ისტორიულად, როცა ქალაქში იყო დაავადება ვირუსის მსგავსი, ერთი ავადმყოფი მისულა გოგირდის აბანოს კედელთან, დამდგარა, ორთქლი შეუსუნთქავს და გამოკეთდა. მერე მთელი ქალაქი გამოკეთდა ინჰალაციის ამ მეთოდით. ხალხს არ მივეცით დე ვიტამინის მიღების საშუალება, არ ვაძლევთ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის უფლებას და მკურნალობის საშუალებას ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. უკან სვლით მივდივართ ყველაფერში ამ ბოლოს და ეს ძალით კეთდება, თუ შეუგნებლად, მნიშვნელობა  არა აქვს, რადგან ეფექტი არის ძალიან ცუდი ადამიანებისთვის.

თამო კეშელავა, ალია.

ალიას“ უფოლოგი ერეკლე შონია ესაუბრება, დეკემბრის 20-21 რიცხვებში მოსალოდნელ პიკზე და შედეგებზე:

– 20-21 დეკემბერს ველოდებით პიკს და როგორც უკვე ბრძანეთ, ეს არ იქნება აპოკალიფსი, საქართველოს მთები შეირყევა, მაგრამ არ დაინგრევა. თუმცა, ველოდებით აპოკალიფსური მოვლენების პიკს, რა შეიძლება ეს იყოს?

– დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენი სამყაროს სხვადასხვა უბანზე მოქმედებს სხვადასხვა გამოსხივება, სხვადასხვა ვიბრაცია და ხშირ შემთხვევაში, ეს გამოსხივება და ვიბრაცია, მოქმედებს მოუმზადებელ ბიოსისტემაზე. ამ პერიოდში იცვლება დედამიწის ვიბრაციები, დედამიწის მაგნიტური ველი. ასეთი დიდი ცვლილებების პერიოდის დროს იწყება მიწისძვრები, წყალდიდობები, კატასტროფები, რევოლუციები, ომები, ეპიდემიები. არსებობს მოსაზრება, რომ ეპიდემიების დაწყება, ემთხვევა სხვადასხვა თარიღს, მსოფლიო ომების პერიოდებს, მაგალითად. მსგავსი კატაკლიზმები ხდებოდა, მეორე მსოფლიო ომის წინაც! ბიოსფეროს წარმომადგენლები, დაწყებული ბაქტერიებიდან და ვირუსებით, დამთავრებული ადამიანით, ამ დროს დედამიწის აღგზნებას გრძნობს, მის ზეგავლენას განიცდის და ერთ-ერთი თეორიიით, ვირუსების აგრესიულ ფორმაში გადაყვანას ზუსტად, აი, დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება, დედამიწის აღგზნება იწვევს. ვირუსების აქტივიზაცია არის ჩვენი ორგანიზმისთვის, გარემოს მიმდინარე ცვლილებების ადაპტაციის საშუალება. გარკვეული აცრასავითაა. სამყაროს პრინციპია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ათასწლეულების მანძილზე, ვირუსებს, ბაქტერიებს, დაავადებებს, ერთმანეთს გადავცემთ, სავაჭრო გზებით, ომებით და ა.შ. და ჩვენ გამოგვიმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი.

– როდემდე გასტანს ცვლილებებისთვის მზადება? 22 დეკემბრიდან ახალი ერა და ახალი ფურცელი იწყება?

-ცვლილებებისთვის მზადება, უკვე დაწყებულია, 2018 წლიდან აქტიურ ფაზაშია საქართველოში, 21 რიცხვს ასახელებენ, როგორც პიკს, აი, ამ დაძაბულობის. რამდენიმე სცენარი ჩამოვთვალეთ ზემოთ და არ არის აუცილებელი, რომ  რომელიმე ერთი სცენარით განვითარდეს, თუნდაც, ის რაც ახლა ხდება მსოფლიოში, ამ მასშტაბის პრობლემა, არასოდეს ყოფილა. ესეც უკვე საკმარისია, იმ სირთულეებისთვის, რასაც ველოდებით 20-21-თვის, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ სხვა სცენარი გათამაშდეს და ეს სხვა სცენარი იყოს არეულობა, ომი, რევოლუცია, ან ბუნებრივი კატაკლიზმები. დედამიწის ვიბრაციების შკალა ჯერ იმატებს, არ იკლებს! იმატებს შიში მთელ მსოფლიოში, იმატებს ფსიქოზები და ნევროზები, იმატებს ბუნებრივი კატაკლიზმები, საზოგადოებრივი აღგზნებები, რევოლუციები, არეულობები – ანუ, ის, რომ 21-დან პირდაპირ დამშვიდება დაიწყოს, შეიძლება ასე არ მოხდეს. ეს გადამსვლელი პერიოდი შეიძლება გაგრძელეს 2025 წლამდე, ზოგჯერ რამდენიმე წელი სჭირდება ამის დამშვიდებას. ჩვენ რა სირთულეებიც გამოვიარეთ 90-იან წლებში, ეს იყო ჩვენთვის აპოკალიფსურის მაგვარი, შესამზადებელი, აქედან გამოძრომა ვისწავლეთ და შედარებით გავძლიერდით. ახლა კი, ცოტა სხვა ინფორმაციები მოდის, სხვადასხვა წყაროდან, ახლა ეს უკვე პირადად ჩვენი პრობლემა კი არ არის, მსოფლიო შედის სიგიჟეში. მთელ მსოფლიოში არის დაძაბულობა, გამოსვლები, მიტინგები, ცემა-ტყეპა და ა.შ. ადამიანი როცა აღგზნებას გრძნობს, იწყებს არაადეკვატურ ქმედებებს, ეძლევა შასი, ან ახალი რაღაცა შექმნას, ან გაანადგუროს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება როგორ იმართება ამ დროს, ვინ მართავს და რა ღირებულებებით. თუ სწორადაა პროცესები წარმართული და საზოგადოება მშვიდადაა, შედარებით ნაკლები, პრობლემებით ხვდება მაშინ ცვლილებებს.

– ჩვენი მკითხველების ნაწილი, ვიცი, ახლა კითხულობს და ფიქრობს, როგორ დავმშვიდდე, როცა მშია, მწყურია, ვნერვიულობ?

– უნდა მივხვდეთ, რომ სირთულეები, უმუშევრობა და სხვა პრობლემები, არის გარკვეული მოცემულობა, რომელშიც ჩვენი თავი უნდა ვიპოვნოთ, თავი უნდა გადავირჩინოთ. ხელების ჩამოშვება, აპათიაში ყოფნა, სისუსტე არ შეიძლება. მეტად სიცოცხლისუნარიანები უნდა გავხდეთ, მეტად კარგი ხასიათის მქონენი… ადამიანი უნდა ესწრაფოდეს გონებრივ ზრდას, ანუ, ჩვენ უნდა გავხდეთ მოაზროვნეები, მერე იმ ზღვა ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდის მედია თუ მთავრობა, გავცხრილავთ! დღეს ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ინფორმაციას. ბოლო წლების მანძილზე, ანალიტიკოსები და მეცნიერები აღარ სჭირდებოდათ! მთელი მსოფლიო გადართული იყო სამომხმარებლო საკითხებზე, აიფონის ახალი მოდელზე, მაგალითად! რეფლექსზეა დღე მსოფლიო აწყობილი, დაანახე რაღაცა და მას უკვე უნდა ეს რაღაცა რომ შეიძინოს.  კაცობრიობა გადაეჩვია ფიქრს. გადაერთნენ წარმატებული ხალხის ცხოვრებაზე, ბევრ ფულზე… მეცნიერებაში ფულს არავინ დებდა… ყველაფერი ისე მიდის, რომ არავინ იაზროვნოს და მზამზარეული სახით მიწოდებული აიღოს. როცა სამყარო მშვიდადაა, ინერციით, სისტემა მაინც მუშაობს, მაგრამ როგორც კი მოდის გარდაქმნების პერიოდი, თუ არ დაიწყე აზროვნება, ეს სისტემა ინგრევა, გენგრევა გარანტირებული სამსახური, გარანტირებული ხელფასი, ცხოვრება, ჯანრთელობა…

– ტრადიციები? ტრადიციებს თუ აქვს როლი ჩვენ მომავალში? ბოლო დროს, ბევრი რამ, რასაც საუკუნეების მანძილზე ვაკეთებდით, თითქოს დავიწყებას ეძლევა…

– გადარჩება ის საზოგადოება, ის ადამიანები, რომლებსაც ადამიანური მოდელი აქვთ ცხოვრების. თუ რობოტივით ცხოვრობ, შეიძლება ვერ გადარჩე, მაგრამ თუ ცხოვრობ ადამიანური მოდელით, მარადიული თემატიკით, სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობითი ნორმები – გადარჩები. ეს არის ათასწლეულების გამოცდილი და დაგროვილი სიბრძნე, ეს არის თვითგადარჩენის მექანიზმი. ეს ტრადიციები, გამონათქვამები, როგორც ფარი, ისეა. ნევროზი მაშინ იბადება, როცა გათითოკაცება ხდება ადამიანების და როცა ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უნაწილებენ ემოციებს. ჩვენ ტრადიციაში გვქონდა სუფრის კულტურა, სადაც ერთმანეთს ვეურთიერთობოდით, კონფლიქტებს ვაგვარებდით, ვმღეროდით და ამ სიმღერით ერთმანეთს და გარემოს ვწმენდდით. ახლა როცა ჩვენი აზროვნება დაიქსასქა და ურთიერთობის ტრადიციები დავკარგეთ, უარყოფითი მუხტები ჩვენში თავისუფლად ტრიალებს და ჩვენ ნგრევას იწყებს. როცა ადამიანები ჩემთან მოდიან გასასინჯად, ვხედავ, რამხელა უარყოფით მუხტს ატარებენ, ეს უარყოფითი მუხტი ზოგჯერ იქ რჩება, სადაც იჯდა. ამის განსამუხტად მერე სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებ, მოქმედებს ლოცვა, სიმღერა, ან საკმევლის დანთება. სიმღერა, მისი ვიბრაციები, პიროვნებასაც წმენს და გარემოსაც. ჩვენი წინაპრები იყვნენ უბრძენესი ხალხი, სიმღერას იყენებდნენ ჭირის, ომის, ბატონების მკურნალობის დროს. სვანური ზარი, მაგალითად, სულებს აძლევს საშუალებას ადრესატამდე მიაღწიოს. ჩვენ ძალიან დიდი კულტურის მატარებლები ვართ, ამ ყველაფერს სჭირდება შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება.

– ალბათ, ისევ გენში ჩაბუდებული სიბრძნე თუ გვშველის, თორემ, ახალი არ იქმნება, ძველი დავიწყებას მივეცით და როგორ გაგვაქვს საერთოდ თავი?

– აი, ეს კითხვა ზუსტად ასე ჩაწერეთ, თქვენივე კითხვაში ბევრი პასუხია… ამას არამარტო კოდურად, ინტუიციურადაც ვაკეთებთ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, თუ ელინებს ლოგიკური მახასიათებელი აქვთ ცოდნის შესაცნობად, ქართველებს ასამყაროდან ცოდნის მიღების წინასწარმეტყველური, ინტუიციური უნარი აქვთო. თუ კიდევ ვმღერით, ვეფერებით ერთმანეთს და გვიყვარს, ამ ყველაფერს ვაკეთებთ ინერციით. აღზრდა, სწავლება სჭირდება ბაღიდან მოყოლებული, რათა ის ცოდნა, რაც ინტუიციურად გვაქვს, ჭკუით გამოვიყენოთ. ქართველობა არის ცხოვრების მოდელი, ურთიერთობის მოდელი საკუთარ თავთან, ერთმანეთთან, ღმერთთან. ქართული ზღაპრები არის უმკაცრესი, ამ ზღაპრებში, გარდა ადამიანებთან, სახელმწიფოსთან ურთიერთობისა, აღწერილია, ბუნების ძალებთან ურთიერთობა, იმიტომაც ვიყავით მაშინ ბუნების ძალებთან ასე ახლოს… ქართული ზღაპრები ჩვენი შვილებისთვის იყო შემზადება მომავალი ცხოვრებისთვის. ძველ ზღაპრებზე უარი ვთქვით, დავცინეთ, იყო ასეთი განათლების მინისტრი, ვინც დასცინოდა, ახალი არ შევქმენით, ახალს ვინც ქმნის, იმას გასაქანს არ ვაძლევთ. მალხაზ ჯიქურაული, მაგალითად, 100-ზე მეტი ზღაპარი აქვს დაწერილი, მივიდა ანიმაციურ სტუდიებში და თუ დაწერ პოლიტიკურ თემაზე, კი ბატონო, თუ არადა, არ გვაინტერესებსო. ამ ქვეყანაში, პოლიტიკის გარდა, არაფერი აინტერესებს ხალხს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჩვენი ბავშვები იზრდებიან უცხო ქვეყნების ანიმაციურ ფილმებზე.

– ანიმაციურ ფილმებთან ერთად, უხვად შემოდის უცხოური სიტყვებიც, რომლებიც ანაცვლებენ ქართულ სიტყვებს, არადა, სიტყვასაც დიდი ძალა აქვს.

– კი, ბატონო, მთავრობის წევრი, თუ ჟურნალისტი, ცდილობს დაამკვიდროს უცხო სიტყვები, ჰგონია, რომ ჭკვიანი ჩანს ასე და ამ დროს ჩვენი ერის გადარჩენის მექანიზმი ჩვენი ენაა. ერის გადარჩენის ფარი, დარტყმების ამრიდი – არის კომპლექსი, ტრადიციიდან დაწყებული, მედიცინით დამთავრებული. მთავარია, ვიცოდეთ, – ვის ვზრდით? ადამიანს, რომელიც ტრამპლინად გამოიყენებს საქართველოს და მერე წავა სხვა ქვეყანაში, რომ იმას შეუქმნას მომავალი, თუ ვზრდით ადამიანის, რომელიც ამ ეთნოსს, ამ მიწას, ამ საზოგადოებას მოახმარს თავის ნიჭს და ცოდნას. ამდენი წელია თავისუფლება გვაქვს  მოპოვებული და დავდივართ, მაგრამ ერის ძირითად აზრზე ვერ ჩამოვყალიბდით. ჩვენ ბოლო პერიოდში გვეშინია სიტყვების – ეროვნული იდეოლოგია, გავურბივართ ამ სიტყვებას, არადა, რომ გვეცოდინება, ვინ ვართ, საით მივდივართ, მერე უკვე ყველა თავს მოვარგებთ ამ იდეის გარშემო და იქნება აწყობილი. ახლა რომ ძლიერად ვყოფილიყავით, რომ გვყავდეს, ეროვნული ნორმალური მთავრობა და ოპოზიცია, რომ გვყავდეს ავტორიტეტული პიროვნებები მეცნიერებაში, მაგალითად, ამ პერიოდს შევხვდებოდით არათუ შიშით, არამედ, პირიქით, სამკურნალო ტურიზმს მოვაწყობდით, მთელი მსოფლიოდან ჩამოვიყვანდით ხალხს აქ სამკურნალოდ. ფულსაც გავაკეთებდით და ფუნქციასაც დავიბრუნებდით. ჯერჯერობით ჩვენ ვართ მოჩანჩალე, სხვებს აყოლილი ერი, რომელიც სხვაზეა დამოკიდებული და თავად ვერ აზროვნებს.

თამო კეშელავა, ალია