რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით.

მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა სტაბილიზაციის ტენდენცია – გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას ვერ გასცემენ, რადგან ქვეყანაში სტაბილიზაციის ტენდენცია გამოჩნდა. 
მისი თქმით ყოველდღიურად კორონავირუსის 3 ათასამდე შემთხვევა საქართველოსთვის ძალიან ბევრია, რაც სამედიცინო სექტორზე დიდ ზეწოლას იწვევს.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები დღეს წარედგინა საბჭოს. ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2000-3000 შემთხვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას. სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა, ამ ეტაპზე, არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გახლავთ სამედიცინო სექტორზე. ამიტომ, ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ იყოს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები, ” – განუცხადა პირველ არხს გამყრელიძემ.