აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკა გავლენის სფეროებს კარგავს NATO – ს წევრ ქვეყნებს შორის კი ურთიერთობები იძაბება

ჯო ბაიდენმა მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ნატოს მოკავშირეების მიმართ, განსაკუთრებით კი გერმანიის წინაშე, რომელიც არ აპირებს Nord Stream 2 – ს პროექტის შეჩერებას.

თეთრი სახლის ახალმა ადმინისტრაციამ მკაცრად უნდა აგებინოს პასუხი გერმანიას, რომელმაც პოლონეთის და უკრაინის ენერგო და ეკონომიკური უსაფრთხოება კითხვითი ნიშნისქვეშ დააყენა.

აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული პოზიცია სულუფრო სუსტდება და ამაყ ევროპელებს ამერიკული უღლისგან განთავისუფლება აქვთ გადაწყვეტილი.

ამერიკისა და ნატოს მიმართ ურჩობას თურქეთიც აგრძელებს, რომელიც s – 400 შეძენით და ლიბიასა და სირიაში მოქმედებებით მიდის ალიანსის ინტერესების წინააღმდეგ, რაც პირველ
რიგში თურქეთის მთავარი მოკავშირის ამერიკის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, რომელმაც სანქციებით უპასუხა.

11 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სენატმა დაამტკიცა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი 2021 ფისკალური წლისთვის (დაიწყო 1 ოქტომბერს), რომელიც მოიცავს სხვა სანქციებს Nord Stream 2 გაზსადენის წინააღმდეგ.

ამერიკულმა სანქციებმა თურქეთის სამხედრო ინდუსტრიას დამანგრეველი დარტყმა მიაყენა.

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Nord Stream 2 მილსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია პატივისცემით მოეპყრობა მოკავშირეებს და გაითვალისწინებს მათ ინტერესს ამ პროექტის მიმართ.

Nord Stream 2 შენდება რუსეთიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე. აშშ – ს ადრინდელი სანქციების გამო, მილების დაგების სამუშაოები შეჩერდა, რადგან შვეიცარიულმა კომპანია Allseas– მა ბალტიისპირეთიდან ხომალდები გამოიყვანა. ევროკავშირის ქვეყნები ძირითადად მხარს უჭერენ პროექტს და მონაწილეობენ მის განხორციელებაში. აშშ, ბალტიის ქვეყნები კი ეწინააღმდეგებიან.

ირაკლი ჯანყარაშვილი
tvalsazrisi.