არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ვტოვებთ მანდატებს – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარტიის ოთხი დეპუტატის სახელით ოფიციალურად მიმართა.

„მე, ირმა ინაშვილი არ ვიქნები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მკაფიოდ ვამბობ, ეს არჩევნები გაყალბდა სრულიად წარმოუდგენლად, ვერანაირ გაყალბებაში ვერ ჯდება და ვერანაირი მათემატიკური ან სხვა რაიმე ფორმულით ვერ იხსნება, რომ ჩვენ პარტიას მიეღო სამი პროცენტი. ძალიან ბევრი მტკიცებულება და ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბდა და სრულიად უსაგნოა „ქართული ოცნების“ ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე დავამტკიცოთ. დამტკიცებულია არაერთი ფაქტით და თუნდაც იმ 164 პროცენტიანი გამომზეურებული ოქმებით. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვტოვებთ მანდატებს“