16 წლამდე ბავშვებმა, ორსულებმა და მათ ვისაც მწვავე ალერგიები აქვთ, ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ.

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი (JCVI) გვაფრთხილებს, რომ საზოგადოებაში არსებობენ ჯგუფები, რომლებმაც Pfizer/BioNTech ვაქცინის გაკეთებას თავი უნდა აარიდონ. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

ინფიცირების, თითქმის ერთწლიანი შიშის შემდეგ, კორონავირუსზე ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში, უკვე დაწყებულია. 90 წლის მარგარეტ კინანი პირველი მოქალაქე იყო, ვისაც ვაქცინა გაუკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვაქცინირებული ადამიანების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, ქვეყნის მასშტაბით, 50 კლინიკაში არაერთ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ისევე, როგორც ყველა ვაქცინას, ზემოთ აღნიშნულსაც აქვს გვერდითი მოვლენები. ისინი Pfizer/BioNTech-ის შემთხვევაში სუსტია და რამდეიმე დღეში მოგვარებადი.

JCVI-ის ცნობით, 16 წლამდე ბავშვებმა, ორსულებმა და მათ ვისაც მწვავე ალერგიები აქვთ, ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინა მხოლოდ ზრდასრულ და ხნიერ ადამიანებზეა გამოცდილი. ნაკლები პრაქტიკების გამო, საფრთხის შემცველია ორსულობის მსურველთა, უკვე ორსულებისა და 16 წლამდე ბავშვთა მიმართ ვაქცინის გამოყენება. ამასთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ ინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობისთვის ვირუსი მსუბუქ ან ასიმპტომურ ხასიათს ავლენს.

კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ ვაქცინა მხოლოდ მძიმე ნევროლოგიური დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ოდნავ მოზრდილ ბავშვებშია დასაშვები. რაც შეეხება მეძუძურ ქალებს, მათ ვაქცინაციამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ.

პროფესორი ჯონათან ვან-ტემის თქმით, ვაქცინა ტესტირებისას ორსულებზე არასდროს გამოცდილა. შესაბამისად, საკმარისი ინფორმაცია არ არის ვაქცინა ავნებს თუ არა ორსულ პაციენტს. გავრცელებული ინფორმაციით, JCVI ბავშვებისა და ორსულების შესახებ კვლევებს, ჯერ კიდევ აგრძელებს.

რაც შეეხება მათ ვისაც მწვავე ალერგიები აწუხებთ, დიდმა ბრიტანეთმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საზოგადოების მსგავსი ჯგუფის წარმომადგენლები, ამ დროისთვის ვაქცინას ვერ მიიღებენ. ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთის მასშტაბით, Pfizer/BioNTech ვაქცინის მიღებამ ორი მწვავე ალერგიული შემთხვევა უკვე გამოავლინა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძვლად სწორედ ეს მიზეზი დასახელდა.

infonevs.