ერთი ეს ჰყავდათ ვინც საზოგადოებას არ აღიზიანებდა.

შიმშილით სიკვდილი – მიკვირს ექიმს, არსებობს ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა? – ლადო კახაძე.

ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ლადო კახაძე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს კითხვით მიმართავს. კახაძეს აინტერესებს შიმშილის სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა, თუნდაც ერთი მაგალითი.

“უნდა ვთქვა ახლა ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ შიმშილთან დაკავშირებით. შიმშილით სიკვდილი – ექიმს ეს მიკვირს, რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება გააკეთონ. კი არ ვუწყრები, მაგრამ ვთხოვ, იანტროგენულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, მე მაინც მითხარით – ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა კახექსიური არსებობს თუ არა ? და ერთი მაგალითი მითხარით”

კომენტარები ფეისბუქიდან