ადგილობრივები აცხადებენ, რომ გიგანტური ჰესები მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ასევე, შეიცვლება კლიმატი, განადგურდება ვაზის უნიკალური ჯიშები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წყლით დაიფარება წინაპართა საფლავები. 

46-ე ღამეა, რიონის ხეობის მოსახლეობა უწყვეტ პროტესტს აგრძელებს და კარვებში ღამეს ათევს. ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ სამშენებლო კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს. მათი თქმით, სამუშაო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა, კომპანია ადგილიდან არ გადის.

“სოფლებიდან მოსახლეობა ვმორიგეობთ და ვენაცვლებით ერთმანეთს. იქ, სადაც მთებს არღვევდნენ მუშაობა შეჩერებულია, თუმცა, ტექნიკაა ადგილზე დგას. კომპანიის განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ. სანამ არ წავლენ ტერიტორიიდან, მანამ არ გავერიდებით და არ მივცემთ მუშაობის განახლების საშუალებას,”-ამბობს მოძრაობის “რიონის ხეობის გადასარჩენად” წევრი, ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანი სახელმწიფოს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოსახლეობის კითხვები პასუხგაუცემელია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გიგანტური ჰესები მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ასევე, შეიცვლება კლიმატი, განადგურდება ვაზის უნიკალური ჯიშები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წყლით დაიფარება წინაპართა საფლავები. 

მოსახლეობამ ონლაინ პეტიციაც შექმნა. მას ამ დროისათვის 9437 ხელმომწერი ჰყავს.

კომენტარები ფეისბუქიდან