ახალი სულპრიზი ხალხს

დენი შესაძლოა 8 თეთრით გაძვირდეს , რასაც მოიმოსახლეობაში ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა . “ქართულ ოცნებაში” კი განმარტავენ, რომ ცხოვრება ძვირდება ყველგან და სიღარიბე საქართველოს მოცემულობაა.

“ცხოვრება ძვირდება ყველგან, ცხოვრება ძვირდება მთელს მსოფლიოში, საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელის არის ღარიბი, რომელსაც უჭირს, ეს არის ჩვენი მოცემულობა და რეალობა, სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით, თუმცა ის, რომ ელექტროენერგია რამდენი თეთრით გაძვირდება და რამდენით არა,// ეს მე არ ვიცი, იმიტომ რომ, მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი” – ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე

ენერგეტიკოსები კი აცხადებენ, რომ დენზე ტარიფის ზრდა გარდაუვალია, გამომწევევ მიზეზად კი გაუფასურებულ ლარსა და გაზრდილი საგარეო ვალს ასახელებენ. მათი თქმით, დენის დღევანდელი ტარიფიც არასამართლიანია და სოციალურად დაუცველ ადამიანებს არ ერგება.
trialeti.