რატომ ეღუპებათ საქართველოში ვენტალაციაზე მყოფი 10 პაციენტიდან, მინიმუმ 9 ?!

„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, გიორგი კავკასიძე:

-თქვენ დასვით კითხვა, ფილტვის ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების რა პროცენტი იღუპება?! რატომ? ეჭვი გაქვთ, რომ ფილტვის ვენტილაციის მართვა უჭირთ? ამირან გამყრელიძემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სიკვდილიანობა მოიმატებს, რადგან 400-მდე პაციენტი ჰყავს ვენტილაციის აპარატზე! სრულიად უპასუხისმგებლოდ, 400 პაციენტის ოჯახს წყალი გადაუწურა და კუბო მოამზადეთო, უთხრა… რა ხდება, ბატონო გიორგი, რთულია ასეთი პაციენტების მართვა, არ ვიცით მათი მართვა, თუ რაშია სინამდვილეში საქმე?

-მე არ ვარ ინტენსიურის თერაპიის ან გნებავთ კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი რომ ვიმსჯელო რა კეთდება სწორად და რა – არასწორედ. ამიტომ  დასავლეთის ქვეყნების სტატისტიკას გეტყვით, ამ წლის თებერვალ-მარტ-აპრილში იტალიაში და ჩინეთში ფილტვების ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების 80 პროცენტი ეღუპებოდათ. მერე ისწავლეს ამისი მართვა და დღეს გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში  ფილტვების ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებიდან ეღუპებათ დაახლოებით 10 პროცენტი.

-რა ისწავლეს? რას აკეთებდნენ არასწორად?

-მეც დავინტერესდი მაგით და ნახეთ რაშია საქმე – პრობლემის გადაჭრის გზა აღმოჩნდა მოვლა! გერმანიაში გამოცხადებულია განგაში, არ გვყოფნის ექთნებიო! ექთნები არ გვყოფნის, იცით რას ნიშნავს? ნორმალურ პირობებში ინტენსტიურ განყოფილებაში 1 ექთანი 1 პაციენტს, გერმანიაში კი  განგაში გამოცხადდა – ექთნები არ გვყოფნის რადგან 1 ექთანს 2 პაციენტის მოვლა უწევსო. ჩვენთან, თურმე, 1 ექთანზე საშუალოდ 11 პაციენტი მოდის (!). დასავლეთში – 1 ექთანი უვლის ერთ პაციენტს და ინტენსიურის ერთი ექიმი უვლის დაახლოებით 150-მდე პაციენტს. ინტენსიური განყოფილების  პაციენტების მოვლის ძირითადი ტვირთი ექთნებზეა. ექიმი, როგორც წესი, განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობას და აყენებს პარამეტრებს – დანარჩენი ექთანზეა. სულ რომ გენიოსები იყვნენ ქართველი ექიმები, თუ ექთანს არა აქვს იმის საშუალება, რომ ყოველ 10-15 წუთში პაციენტს მიხედოს და შეამოწმოს მისი სასიცოცხლო ჩვენებები, ასეთი პაციენტი ვერ გადარჩება. მე რაც მესმის ჩემი კოლეგებისგან, (გავიმეორებ, სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს), საქართველოში ვენტალაციაზე მყოფი 10 პაციენტიდან, მინიმუმ 9 კვდება! მაშინ, როდესაც, ევროპულ ქვეყნებში, დღეს 10 ასეთი პაციენტიდან უკვე კვდება უკვე 1 ან 2, იმიტომ რომ  ისწავლეს, როგორ უნდა მოუარონ და მართონ! საქართველოში დღემდე არ ხდება მნიშვნელოვანი ციტოკინის –  ინტერლეიკინი-6 (IL-6)  განსაზღვრა სისხლში. მისი მომატება კოვიდ-19 მძიმე პაციენტებში  მიგანიშნებს შესაძლო „ციტოკინურ შტორმზე“, რაც ხდება ხოლმე სიკვდილის მიზეზი. ამ ციტოკინის განსაზღვრა და მნიშნელობა არც გაიდლაინში წერია.

იტყუებიან, როცა იძახიან, რომ 1000 და 1500 ვენტილაციის აპარატი აქვთ, საქართველოში ვენტილარტორი არის ცოტა, სულ 300 -350 ცალია. დანარჩენი, მაგ მიზნისთვის იყენებენ ჩვეულებრივ ნარკოზის  აპარატს, რომელიც არ არის ჟანგბადის მაღალი ნაკადს მიწოდებისთვის არც შექმნილი და არც აწყობილი. სანარკოზე წრედი სხვა არის და ჟანგბადის წრედი – სხვა. შესაბამისად ის ნიღბებიც, რომლითაც პაციენტს ჟანგბადი მიეწოდება, სხვადასხვა კონსტრუქციისა, რადგან სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.  ამიტომ გამოვაქვეყნე ფოტო, სადაც ჩანს ნამდვილი ვენტილაციის აპარატი, რომელსაც აქვს თავისი სპეციალური სარქველი, რაც ნარკოზის აპარატს არა აქვს. მეორე – ჟანგბადის მაღალი ნაკადის (წნევის) მიწოდების ნიღაბი მჭიდროდ „ჯდება“ სახეზე, რათა ჟანგბადი უდანაკარგოდ მიეწოდოს პაციენტს. 
alia.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან