სკანდალი: დედაქალაქის მერის, კახა კალაძის “ხელდასმით” შემოტანილ ირანულ ქვას საქართველოს საზღვარზე სხვა პროდუქციის სახელით განაბაჟებენ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის „ხელდასმით“ თბილისში შემოტანილი ირანული ქვა, მართალია, არ არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული  ირანული კომპანიისგან შეძენილი, მაგრამ ის ქვეყანის  საზღვარზე კანონდარღვევით გადმოაქვთ, მეორადი ტომრებით – „2020NEWS“-მა ეს სკანდალური ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა თავად იმ ქართული კომპანიისგან, რომელმაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიის -„გრინსერვისის“ დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე სააგენტოსთან ასევე  ასახელებს იმ ირანულ კომპანიასაც,  რომლის განაც ეს ქვა შეიძინეს. თუმცა, ის  აკეთებს ახალ სკანდალურ აღიარებასაც, რომ საქართველოში შემოტანილი ქვა სხვა პროდუქციის ტომრებში შეფუთული შემოაქვთ საზღვარზე.

ქვა, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე შინაგან საქმეთა სამინისტრის მიმდებარედ, გამყოფი ზოლისათვის არის განკუთვნილი, ქართულმა კომპანიამ  შეიძინა ირანული კომპანიისაგან – „ROYAL STONE“, რომელმაც შეფუთვისთვის მეორადი ტომრები გამოიყენა.

„ჩვენ ვყიდულობთ ამ ქვას სხვა კომპანიისაგან, ეს არის „როიალ სტოუნი“. ვადასტურებ, რომ ქვა შემოდის ირანიდან. როგორც ჩანს, მეორად ტომრებს ყიდულობენ, რომელშიც ყრიან ამ ქვას და გვაწვდიან ჩვენ.

ტომრებზე მითებულია, რომ მასში„პოლივინიქლორიდია“.  ეს არისმასალა, რომლითაც იწარმოებაფანჯრები, მინები. პოლივინიქლორიდირომ არ არის დაყრილი აეროპორტისტრასაზე, მგონი, ამას ყველა ხედავს“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

სამშენებლო ქვა „პოლივინიქლორიდი“ რომ არაა, ქართული კომპანიისთვის – „გრინსერვისი“, ეს არაფერს ნიშნავს და არც ის აინტერესებთ ამ კომპანიაში მათი შეძენილი პროდუქცია სხვა  სახელწოდების ქვეშ თუ შემოაქვთ საზღვარზე, რადგან ის პროდუქციას საზღვრის აქეთ იბარებს -ირანული კომპანიისგან – „ROYAL STONE“, რომელიც გახლავთ საზღვარზე ამ პროდუქციის შემომტან-გადმომტანი.

თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, „2020NEWS“-ს  ბევრი კითხვა ხელისუფლებასთან აქვს.

იმის გასარკვევად, თუ რამდენადშესაძლებელია ქვეყანის სასაზღვრო პუნქტებში პროდუქციის შემოტანა ისე, რომ ის მოთავსებული იყოს სხვაპროდუქციის სახელწოდების მქონე მეორადი ტომრების შეფუთვაში დაამასთან, როგორ გახდა შესაძლებელი  აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული კომპანიის შეფუთვით პროდუქციისშეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს საზღვარზე შემოტანა? – ამ კითხვებითჩვენ ფინანსთა სამინისტროსმივმართეთ, რომელმაც შემოსავლების სამსახურისაკენ გადაგვამისამართა. შემოსავლების სამსახურს კი კითხვებიელექტრონულად გადავუგზავნეთ. როგორც კი მათ პასუხს მივიღებთ, მაშინვე შემოგთავაზებთ.

მანამდე კი ვიტყვით, რომ პოლივინიქლორიდი სამშენებლო ქვა ნამდვილად არ არის და  ეს პროდუქცია გამოიყენება სამრეწველო წარმოებაში, სხვადასხვა მასალის დასამზადებლად, შესაბამისად, გამოვთქვამთ ეჭვს, რომ ამ პროდუქციის გადმოტანა ხდება კანონდარღვევითა და კორუფციული სქემით. ვნახოთ, სააგენტოს ეჭვებს, როგორ უპასუხებენ შემოსავლების სამსახურში.
2020news.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან