დაფოტოშოპებულ ფოტოზე ჩანს, თითქოს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ხაზარაძემ პომპეოს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო. რეალურად, ეს ფოტო ლონდონში მაიკ პოპმეპოსა და ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომინიკ რააბის შეხვედრას ასახავს.