ნორვეგიაში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ამერიკული ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში!

ნორვეგიაში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც რამდენიმე დღის წინ ამერიკული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული. ამის შესახებ სააგენტო ტასს იტყობინება ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიდან, ნორვეგიის სამკურნალო საშუალებების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

“5 იანვარს მივიღეთ ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ეს მოხდა მათი ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ” – ნათქვამია ნორვეგიული სააგენტოს შეტყობინებაში.

საუბარია ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის, კომპანია BioNTech-ის მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე, რომელიც თითქოს “კოვიდ 19”-ისაგან იცავს ადამიანებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ვაქცინაცია გასული წლის 27 დეკემბერს დაიწყო, ძირითადად ოსლოს მოხუცთა თავშესაფრებში. ნორვეგიის ხელისუფლება ამჟამად აწარმოებს გამოძიებას, არის თუ არა გარდაცვალების ამ ორი შემთხვევის უშუალო გამომწვევი მიზეზი ამერიკულ-გერმანული ვაქცინა.

“ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, არის თუ არა ვაქცინა სიკვდილის გამომწვევი თუ უბრალოდ დამთხვევასთან გვაქვს საქმე” – განაცხადა ნორვეგიული სააგენტოს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფის წარმომადგენლების აცრა, რომელთაც უფრო სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, თანმდევი რთული დაავადებებით.
Geo info from.