სახალხო კონტროლი: მადონა კოიძე პანდემიის დროს სააფთიაქო ქსელ “ავერსს”, ჯიბის გასქელებაში ადანაშაულებს!

სოციალურ ქსელში მადონა კოიძე სააფთიაქო ქსელ ავერსს არაადამიანური ფასების დაწესების გამო აკრიტიკებს, აი მისი სტატუსიც:

ჩემს ოჯახსაც ეწვია დაუპატიჟებელი სტუმარი სახელად – კორონავირუსი. ოჯახში სამს დაგვჭირდა სისხლის გამათხიერებელი. ოჯახის ექიმმა დაგვინიშნა პრეპარატი სახელად “ქსარელტო” . მოვიძიეთ ინტერნეტში, სადაც შევიტყვეთ რომ 10 აბიანი შეფითვა ღირს 27 ლარი. გავუშვით ავერსის აფთიაქში ახლობელი, რომელმაც შეგვატყობინა, რომ 10 აბიანი შეფუთვა დეფიციტშია, დარჩენილია მხოლოდ 30 აბიანი და ღირდა 165 ლარი. ჩავთვალეთ რომ რაღაც შეცდომა იყო, და დღეს კვლავ გავუშვით საყიდლად, ფასი შეიცვალა და მედიკამენტში გადავიხადეთ “ფასდაკლების” ბარათით 211 ლარი. დიდი მადლობა ავერსს საზოგადოების გვერდით დგომისთვის, დაფასებისთვის და ამ მძიმე დროს საკუთარი ჯიბის გასქელებისთვის!!!!
ჩემთვის ყველაზე ბანძი კომპანია ხართ!!!!! 😡😡😡😡😡

კომენტარები ფეისბუქიდან