ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე, ერთერთი ჩინური ვაქცინაა – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთერთი ჩინური ვაქცინაა.

როგორც ცერცვაძე ამბობს, მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. მისივე განმარტებით, ჩინეთში კორონავირუსის ვაქცინაზე დიდი ხანია მუშაობენ, ამიტომ მისი თქმით, “ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”:

“ლაპარაკია, ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან – AstraZeneca-სა და ერთერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალი.

ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”,-ამბობს ცერცვაძე.

რაც შეეხება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.
alia.

კომენტარები ფეისბუქიდან