ტრანსპორტის მაგივრად კიდევ ტასპორტუ გააგრძელეს.

საქართველოში დაწესებული შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. 

„ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება ,რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ 1-ელი თებერვლიდან უსაფრთხო გახსნისთვის“, – განაცხადა თურნავამ.