“ყოველგვარი უსამართლობა მოდის ბიძინა ივანიშვილისგან”-სარალიძის მხარდამჭერი აქცია ჭორვილაში

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია სოფელ ჭორვილაში – ქუჩაში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა გააპროტესტეს. ისინი მთავრობის გადადგომას და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროულად და ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.

„ეს არ არის მხოლოდ ამ ოჯახის ტრაგედია. ამ ტრაგედიამ გაგვაერთიანა თითოეული ქართველი და მთელი საქართველო. არც ერთი მინისტრის გადაყენება, არც ერთი გენერალური პროკურორის შეცვლა და არც ერთი სახელი და გვარის ცვლილება არ გამოიწვევს არანაირ ცვლილებას და ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას. აქ თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი. ყოველგვარი უსამართლობა მოდის  ბიძინა ივანიშვილისგან და მხოლოდ მისი არაფორმალური მმართველობის დასრულების შემდგომ მოხდება ამ საქმის სამართლიანი გამოძიება,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიგა გურულმა.