სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბინექსია”, რომელიც სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 141 333 ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა 864 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მასში 36 საკლასო ოთახი მოეწყობა. დაპროექტებულია ორი მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია სპორტულ დარბაზში ცალ-ცალკე გასახდელების მოწყობა საშხაპეებით. მოეწყობა სააქტო დარბაზი კულისებით, ბუფეტი სამზარეულოთი და პერსონალის მომსახურე სივრცით.

პროექტი ითვალისწინებს პირობების შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. კერძოდ,  მოეწყობასველი წერილები, პანდუსები, ლიფტები და ამწე მექანიზმები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის მიმდებარე ტერიტორიასაც, მათ შორის სატრანსპორტო გზას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და 2021 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

კომენტარები ფეისბუქიდან