კოვიდ-19 ვაქცინას შემოწმება არ გაუვლია და სახიფათოა

ბერძენი ექიმი თავის ქვეყანაში კორონავურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეჩერებაზე საუბრობს და მის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კერძოდ, ის ამბობს, რომ კოვიდ-19 ვაქცინას შემოწმება არ გაუვლია და სახიფათოა, რადგან ის ხელოვნურ ვირუსს შეიცავს და დნმ-ზე, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდზე ცვლილების მოხდენა შეუძლია, რაც ნაყოფზეც აისახება.  ……….საუბარია ვაქცინაციის შედეგად მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირებაზე, რაც მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბების გეგმის ნაწილია. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ინექცია ადამიანის ორგანიზმის შინაგან სისტემას რამდენიმე თვის განმავლობაში დაშლის და მსოფლიოში მასობრივ სიკვდილიანობს გამოიწვევს. ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეალური და უსაფრთხო ვაქცინა  ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც დეპოპულაციის გეგმა განხორციელდება. ვიდეოს თანახმად, მომაკვდინებელი ვაქცინის შედეგად გაზრდილ სიკვდილიანობას კორონავირუსის ახალ მუტაციურ ვარიანტის დააბრალებენ. ამ მტკიცების გასამყარებლად კი ბილ გეითსის ერთ-ერთი ინტერვიუს რამდენიმე წამიანი ნაწყვეტია ნაჩვენები.