გერმანელი ვირუსოლოგი: “ფაქტობრივად, სიბნელეში ვართ და არაფერი ვიცით, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს!

გერმანელი ვირუსოლოგი, პროფესორი ჰენდრიკ შტრეეკი, რომელიც ცნობილია კორონაისტერიის მიმართ თავისი საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულებით, ამბობს, რომ “კოვიდით” დაავადებულთა რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად ცხადდება, მაინცდამაინც სანდო და რაიმე შედეგის მომცემი არ არის. “ამჟამად არ ვიცით, როგორ და სად ხდება ინფიცირება, საერთოდ რატომ გრძელდება ინფექცია; ჩვენ სიბნელეში ვაფათურებთ ხელებს” – განუცხადა შტრეეკმა გაზეთ “Rheinische Post”-ს.

შტრეეკის აზრით, არასწორი დატესტვის სტრატეგია იქნა არჩეული – თავიდან უფრო მასშტაბური ტესტები ტარდებოდა, 3 ნოემბრიდან კი მხოლოდ სიმპტომატური შემთხვევები ისინჯება.

ბონელი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ახლახან აღმოჩენილი “ბრიტანული” მუტაცია კორონავირუსისა, მიუხედავად მისი უფრო მაღალი გადამდებიანობისა, პანიკის საფუძველს არ იძლევა. ამჟამად არსებული მონაცემებით, ერთი ვირუსიანი ადამიანი საშუალოდ 3,7 ადამიანს ასნეულებს, ეს კი არ არის საგანგაშო მაჩვენებელი – მაგალითისათვის შტრეეკს წითელას ვირუსი მოაქვს, რომლის გადამდებიანობა არის 1:12-ზე.

ჰენდრიკ შტრეეკი ასევე ამბობს, რომ ზამთარში არსებითი გავლენის მოხდენა ვირუსის გავრცელებაზე უკვე შეუძლებელია და ყველაფერი ბუნებრივად მოგვარდება, მედიცინამ კი მომავალი ზაფხულის სეზონი უნდა გამოიყენოს აცრებისა და ზოგადად, ვირუსებთან ბრძოლაში უკეთ მომზადებისათვის. რაც მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გამო სხვა, უფრო საშიში ვირუსები არ უნდა დავკარგოთ მხედველობის არედან – აღნიშნავს ჰენდრიკ შტრეეკი.

 

კომენტარები ფეისბუქიდან