Ravinder Singala, a physican and UM-Flint graduate, receives a Pfizer COVID-19 vaccine shot at McLaren Flint Hospital, Thursday, Dec. 17, 2020, in Flint, Mich. Singala was one of the first five frontline workers at the hospital to receive the vaccine. (Jake May/MLive.com/The Flint Journal via AP)

საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.

საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ​ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან.

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე. მე ძალიან მინდა, რომ ეს 60% ავცრათ წელს. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა იმიტომ, რომ ვაქცინაზე უკეთესი ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციის გარეშე, ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ეს კარგად უნდა გავითავისოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა დასჭირდება.

კომენტარები ფეისბუქიდან