იმუქრებიან, რომ ერთსო ორ თავს გამოვატანთო

ბუკნარის მკვიდრი: “აქ იდგა ხუთი გურული, გამოვიდნენ [მუსლიმები] ჯგროდ, ერთი თხუთმეტს ურტყამდა, გაიგდეს ჩემი მაზლი წიხლქვეშ და როდესაც გასაშველებლად მივედი ერთმა ხელი რო ჩამარტყა, ეს დაინახა იმ დაკავებულმა… მათმა აგრესიულმა მოქმედებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ გადადიოდნენ შეტევაზე და არც პოლიციას ეპუებოდნენ, აი, ასე ნასვამ მდგომარეობაში. არც ერთი გურული არ არის და ქრისტიანი არ არის იმის მომხრე, რომ აქ იყოს ძალადობა. ამდენი წელია ერთად უცხოვრიათ, მეზობლობენ, ერთმანეთის ჭირ-ვარამს იზიარებენ და აი, ეს არ უნდა ყოფილიყო და არც უნდა იმუქრებოდნენ, რომ სკოლაში ბავშვებს არ გაუშვებენ და თავებს დააჭრიან… კი, იმუქრებიან, რომ ერთსო ორ თავს გამოვატანთო, აი, ასე არის.”

კომენტარები ფეისბუქიდან