ვინ ვის ჯგუფშია

თვი­თონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც გა­მოთ­ქვა შიში, რომ გუნდში შე­საძ­ლოა ერ­თი­ა­ნო­ბა და­ირ­ღვეს, ვი­ნა­ი­დან არის ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე. ეს შიში ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი არ უნდა იყოს იმ დროს, როცა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დღეს­დღე­ო­ბით ლი­დე­რო­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რია, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე წო­ნი­ა­ნე­ბად კო­ბა­ხი­ძე, გა­ხა­რია და კა­ლა­ძე მო­ი­აზ­რე­ბა. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა მალე მარ­ტივ მამ­რავ­ლე­ბად და­ი­შა­ლოს.

ambebi.ge-ს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რი უყ­ვე­ბა:

“ოპო­ზი­ცი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის არ სჯე­რათ, თუმ­ცა “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ამა­ში ეჭვი აღა­რა­ვის ეპა­რე­ბა, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი ამას მარ­თლაც გა­ნიც­დი­ან. სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, თუ ვი­ტყვით, რომ პარ­ტი­ა­ში უამ­რა­ვი შიდა დი­ნე­ბაა, უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თებს შე­საძ­ლოა გუ­ლის სიღ­რმე­ში ივა­ნიშ­ვი­ლი არ უყ­ვარ­დათ, მაგ­რამ მა­თაც ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, რას ნიშ­ნავს პარ­ტი­ის მე­გა­ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა. ახლა ისი­ნი ელ­ვის დროს სა­ი­მე­დო მე­ხამ­რი­დის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი… დღეს “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ფი­გუ­რა არც ისე ბევ­რია, ამი­ტომ ახლა რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ვინ იქ­ნე­ბა უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გუნ­დის გამ­წე­ვი ძალა. გუნ­დის პირ­ვე­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია შემ­დე­გი იქ­ნე­ბა: გა­ხა­რია, კა­ლა­ძე, კო­ბა­ხი­ძე. სა­მი­ვე მათ­განს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აკის­რია – პრე­მი­ერს ქვეყ­ნის მარ­თვა, კო­ბა­ხი­ძეს – პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტი­ის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ხოლო კახა კა­ლა­ძეს და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლის როლი ეკის­რე­ბა. უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა რე­ი­ტინ­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ამა­ვე დროს, გუნ­დის შიგ­ნით “არც მწვა­დის და არც შამ­ფუ­რის დაწ­ვა”.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ძა­ლოვ­ნებს – გო­მე­ლა­უ­რი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად სრუ­ლი­ად უინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რე­ბი არი­ან. არც ერთ მათ­განს რე­ა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ელექ­ტო­რატ­ში არ აქვს და, რბი­ლად რომ ვთქვათ, არც პო­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

ძა­ლოვ­ნებ­ში გა­მო­ნაკ­ლი­სი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც, თა­ვის­თა­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თგუ­ლი მო­თა­მა­შეა, მაგ­რამ ის უკვე იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

სა­ვა­რა­უ­დო იყო და ჩან­და იმის ნიშ­ნე­ბი, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის როლი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბო­და პარ­ტი­ა­ში და ასეც მოხ­და. სწო­რედ მის იგრვლივ იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა, ამა­ვე დროს, ახა­ლი სა­ხე­ე­ბის მო­ძი­ე­ბაც. პარ­ტი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი როლი ექ­ნე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ან­საც, რო­მე­ლიც ქალი პო­ლი­ტი­კო­სია და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ელექ­ტო­რატ­ში ფარ­თო მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს.

რო­გორც ვიცი, კა­ლა­ძეს აქვს ამ­ბი­ცია პრე­მი­ე­რო­ბა­ზე და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ერთი, ან ორი წლის თავ­ზე მარ­თლაც გახ­დეს პრე­მი­ე­რი, თუ, რა თქმა უნდა, არ ეც­დე­ბა პრო­ცე­სე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას და არ გა­დად­გამს არას­წორ ნა­ბი­ჯებს.

2021 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს რაც ეხე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ოპო­ზი­ცია დე­და­ქა­ლაქ­ში მე­ლი­ას და­ა­ყე­ნებს (რაც გა­ნი­ხი­ლე­ბა კი­დეც), “ოც­ნე­ბა­ში” ამ ეტაპ­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კან­დი­და­ტი ისევ კახა კა­ლა­ძე იქ­ნე­ბა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ი­დან ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მეტი კაცი კო­ბა­ხი­ძეს ჰყავს, მათ შო­რი­საა: კუ­ჭა­ვა, კა­ხი­ა­ნი, ამი­ლახ­ვა­რი, პა­პუ­აშ­ვი­ლი, ხე­ლაშ­ვი­ლი, ოხა­ნაშ­ვი­ლი, მა­თი­კაშ­ვი­ლი, მი­ქა­ნა­ძე, სე­ფაშ­ვი­ლი… სარ­ჯვე­ლა­ძე წუ­ლუ­კი­ა­ნის კა­ცია. არც ერთი კად­რი არ ჰყავს ლი­ლუ­აშ­ვილს, თა­ლაკ­ვა­ძეც მარ­ტოა… მა­ინც ძი­რი­თა­დი ბირ­თვი, სა­დღაც 60%, ანუ 50 კაც­ზე მეტი ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­და­იხ­რე­ბა იქით, სა­ი­თაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცენ­ტრი იქ­ნე­ბა. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ კა­ლა­ძეს პარ­ლა­მენ­ტში 20-მდე კაცი ჰყავს, რაც სრუ­ლი ბლე­ფია.

კა­ლა­ძის გუნდს დღეს წარ­მო­ად­გენს – ზარ­ქუა, ბი­თა­ძე, ტუ­რძე­ლა­ძე, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, კო­ბი­აშ­ვი­ლი.

გა­ხა­რი­ას გუნდს – ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი, და­უშ­ვი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, მო­წე­რე­ლია, ჩი­ქო­ვა­ნი.

არც გა­ხა­რი­ას და არც კა­ლა­ძეს ყვე­ლა­ზე კარ­გი გათ­ვლე­ბი­თაც კი, პარ­ლა­მენ­ტში 10 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი არ ჰყავთ. მოვ­ლე­ნებს ცოტა შო­რე­ულ პერ­სპქ­ტი­ვა­ში თუ შევ­ხე­დავთ, რა თქმა უნდა, “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” არ­სე­ბობს დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის რის­კი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, გუნ­დის შიგ­ნით ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ ასეთ და­პი­რის­პი­რე­ბას მო­გე­ბუ­ლი არ ეყო­ლე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა წა­ა­გებს…”

წყარო – ამბები.ჯი