ვაქცინაციის შედეგად, შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო და არა ვაქცინის მწარმოებელი კომპანია

ადვოკატი ზვიად ტომარაძე:

“ამ სტატუსით იმ ხალხს მინდა მივმართო, ვაქცინაციას რომ მოუთმენლად ელოდებიან, კომპანია რომ პასუხისმგებლობას იხსნის საკუთარი პროდუქტის უსაფრთხოებაზე ეს საეჭვოდ არ გეჩვენებათ? აცრა გნებავთ, კი ბატონო აიცერით, მაგრამ ვისაც არ უნდა და არ ენდობა ამ ვირუსოლოგ–ტერორისტებს შეეშვით!საქართველოს პარლამენტს საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ დაჩქარებული წესით ცვლილებები შეაქვს, რომ ვაქცინაციის შედეგად, შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო და არა ვაქცინის მწარმოებელი კომპანია! 12 იანვარს ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: “ევროკომისიის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ დაბალანსდეს ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების რისკები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ცალკეული პირობების გათვალისწინებით, მწარმოებლებს გაათავისუფლებენ პასუხისმგებლობისგან”. ევროკავშირის წევრი ქვეყანა როდიდან გავხდით? ამას გვიმალავდით?:)
Geo info from.