ყველაზე ეფექტური ჩინური ვაქციაა

ჯერ კიდევ 2020 წლის 5 დეკემბერს საქინფორმისმთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა Facebook– ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა ყველაზე მისაღები ვარიანტია საქართველოსთვის და მოუწოდა პრემიერ– მინისტრ გიორგი გახარიას, აემოქმედებინა დიპლომატიური არხები, რათა სასწრაფოდ შგვეეძინა ჩინეთში მთელი საქართველოს სამყოფი რაოდენობა, რომელიც ახალი რკინიგზით 8 დღეში თბილისში იქნებოდა. ამავე კომენტარში (იხ. სქრინშოტი ქვემოთ)ხიდირბეგიშვილი გამოხატავს  საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოში  ჯანდაცვის სფეროში ჩამოყალიბდა დაპირისპირებული  კლანები, რომლებიც ხელს უშლიან  ჩინური ვაქცინა„Sinofarm”–ის შემოტანას ამერიკული Pfizer– ისსასარგებლოდ, რომელმაც ბოლო  ხანებში ათობით ადამიანი იმსხვერპლა  სხვადასხვა ქვეყანაში.

ვინაობის დაზუსტების გარეშე აღვნიშნავ, რომ დღეს ვაქცინაციის გარშემო სპეკულაციები გრძელდება. ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში ტელევიზიით გვითხრეს, რომ საქართველო მიიღებს საუკეთესო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ქარაგმულად მიანიშნეს რა პერსონალურ კავშირზე „COVAX“ პლატფორმასთან, რომლის ძველი პარტნიორიც თურმე, საქართველოა, და რომელს წინასწარ გადაირიცხა 17 მილიონი დოლარი. ერთი წელი გავიდა, მაგრამ საქართველომ მხოლოდ უხარისხო ტესტები მიიღო. დღემდე უცნობია – როდის, რამდენ და ვისი წარმოების ვაქცინას მიიღებს საქართველო? როგორ და სად, რა ტემპერატურაზე და როგორ მაცივრებში შეინახება ის? ვინ განახორციელებს კონტროლს შენახვასა და ვაქცინაციაზე და შეადგენს მოქალაქეთა სიებს? როდის მოაწევს პრივილეგირებული კატეგორიების შემდეგ უბრალო მოქალაქეთა რიგი? სად და როგორ იქნება ორგანიზებული შეტყობინების და ვაქცინაციის პროცესი? ყველა ამ კითხვაზე პასუხი არ არის – მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო მინიშნებები.

   შემდგომი ინსინუაციებისა და სკანდალების თავიდან ასაცილებლად, საქინფორმი მიმართავს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თხოვნით,  რომ ჩინური ვაქცინა „Sinofarm”-ის შეძენისა დაშემოტანის, აგრეთვე  ვაქცინაციის პროცესიპირად კონტროლზე  აიყვანოს. დამატებით გაცნობებთ, რომ დღეიდან აზერბაიჯანი, თურქეთი და სერბეთი იწყებენ მასობრივ  აცრას ჩინური ვაქცინით. და კიდევ ერთი არგუმენტი: გასულ კვირას  ჩინეთში – იმ ქვეყანაში, საიდანაც COVID-19 მთელს მსოფლიოში  გავრცელდა – კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 8 თვის განმავლობაში…
saqinfo

კომენტარები ფეისბუქიდან