ვაქცინა ჩვენ არც გაზაფხულზე გვექნება და არც ზაფხულში.  ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება ვერ უნდა იყოს მაინცდამაინც კარგი საქმე, მით უმეტეს მაშინ, როცა, პირველ რიგში, მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები აიცრნენ.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 2 მილიონს გადააჭარბა. სამწუხაროდ, სიკვდილიანობაა ჩვენთანაც _ დაახლოებით 250 ათას ინფიცირებულზე 3000-მდე გარდაცვლილი მოდის. პროცენტულად ეს, შესაძლოა, მცირე რაოდენობაა, მაგრამ საქართველოსთვის, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, 3 ათასი გარდაცვლილი ძალიან ბევრია. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ მილიარდნახევრიან ჩინეთს, რომლიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, 90 ათასი ინფიცირებულიც არ ჰყავს და დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 150-ს არ სცდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვირუსის გამოჩენიდან რამდენიმე დღეში მეცნიერებმა ვაქცინაზე მუშაობა დაიწყეს. ზესახელმწიფოებმა საქმეში საუკეთესო სპეციალისტები ჩართეს და სწორედ მაშინ ითქვა, რომ ვაქცინას დააგვიანდებოდა რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთმა პროფესორმა, რომელიც შემდეგ რატომღაც განცხადებას აღარ აკეთებს, აღნიშნა, რომ ვაქცინის შემუშავებას, სულ ცოტა, 8 თვე დასჭირდებოდა, ხოლო შემდგომი ორი წელი _ ცდებსა და ანალიზს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ვაქცინამ. ეს იყო ყველაზე შემჭიდროვებული ვადები, ანუ რეალურად, ვაქცინა ხელთ სამი წლის შემდეგ უნდა გვქონოდა, სრულყოფილი ვაქცინა…

თუმცა, აგერ, წელიწადზე ოდნავ მეტი გავიდა, ვაქცინა უკვე რამდენიმე  ქვეყანასაქვს და მასობრივი აცრებიც  დაწყებულია. როგორც ითქვა, თავიდან  რისკ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს აცრიან, შემდეგ კი  ეს ყველაფერი მასობრივ ხასიათს მიიღებს, რისკ ჯგუფებს კი, ძირითადად,  ქრონიკული დაავადებების მქონენი და მოხუცები წარმოადგენენ. შესაბამისად, მათი  აცრადაიწყო და სიკვდილიანობამ იმატა. როგორც აღმოჩნდა, ვაქცინას (და არ  აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის წარმოებულია) უკუჩვენებები აქვს,  რომლებიც შემდეგ გამოვლინდა.  ვერ ჩატარდა შესაბამისი კვლევა უკუჩვენებებზე და ეს იმიტომ, რომ დრო არ ეყოთ მეცნიერებს. რა თქმა უნდა, ამ ვერაგი დაავადებისგან დასაცავად ვაქცინა აუცილებელია და ის უნდა შეიქმნას, მაგრამ არა ისეთი, ვირუსით ინფიცირებამდე რომ მოგკლავს. ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება ვერ უნდა იყოს მაინცდამაინც კარგი საქმე, მით უმეტეს მაშინ, როცა, პირველ რიგში, მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები აიცრნენ.

ვაქცინის შემოტანას საქართველოც აპირებს და აქტიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ხან ჩინურ ვაქცინაზეა საუბარი, ხან _ ბრიტანულსა თუ ამერიკულზე, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და, რამდენიც უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, ვაქცინა ჩვენ არც გაზაფხულზე გვექნება და არც ზაფხულში. ამის თქმის საფუძველს  კი გვაძლევს ის, რომ ცალკე  ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნები ამბობენ, ჯერ  საკუთარი მოსახლეობა უნდა დავაკმაყოფილოთ,  შემდეგ სხვაო და ცალკე  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს,  მესამე დონის ქვეყნებამდე ვაქცინა,  სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მივაო. სავარაუდოდო, ზუსტად კი არაო. რა გამოდის? რას გვთავაზობს ხელისუფლება? ვაქცინის ნაწილს, რომელიც რისკჯგუფებს, ანუ მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონეებს უნდა მოხმარდეს და, პირველ რიგში, სწორედ ისინი უნდა აიცრან, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევების მომატების ფონზე, რამდენი ადამიანი გარისკავს,  გაიკეთოს ვაქცინა, რომელმაც  ევროპასათუ ამერიკაში არა ერთი და  ორი ადამიანი იმსხვერპლა?! ისიც ითქვა, მოხუცებს ვცრით და სიკვდილიანობა მათი ასაკითაც არის გამოწვეულიო, ე.ი., ბუნებრივი სიკვდილითაც იხოცებიანო, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი ვაქცინის მიღების შემდეგ რომ ხან სხეულის სხვადასხვა ადგილის შეშუპებას უჩივის, ხან მოულოდნელად განვითარებულ დისკომფორტსა და ტკივილს, იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა სხვადასხვა თანმდევ დაავადებებთან რეაქციაში შედის, ანუ სრულყოფილი არ არის და ვერც იქნება _ გამოცდისთვის, უბრალოდ, დრო არ იყო. შესადარებლად გეტყვით, რომ ჩვეულებრივი, თუნდაცტკივილ გამაყუჩებელი წამალი გამოცდას 2-დან 4 წლამდე გადის, სწავლობენ  ყველა დადებით თუ უარყოფით მხარეს, შემდეგ  კი გაიცემა ლიცენზია. ახლა კი გვაქვს რამდენიმე ვაქცინა და ყველამ იცის,  რომ მათგან შესაბამისი გამოცდა არც ერთს  არ გაუვლია. ამის მიუხედავად, ამ  ვაქცინების გადანაწილება მიდის, ქვეყნები რიგში დგანან და…

ჯერ აიცრებიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებშიც ეს ვაქცინა იწარმოება, ანუ წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა, შემდეგ აიცრებიან ე.წ. მეორე რიგის ქვეყნების მოქალაქეები, შემდეგ მესამე რიგის ქვეყნების, ანუ ჩვენი ჯერი მოვა, ბოლოს კი _ “ბანანის რესპუბლიკების”. ახლა არ თქვათ, “ბანანის რესპუბლიკა” დისკრიმინაციულიაო. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ–უმცროსმა თქვა გასულ კვირას: კაპიტოლიუმზე შეტევა იმას ნიშნავს, რომ ბანანის რესპუბლიკას ვემსგავსებითო. თუ ბუშს აქვს უფლება და ჩვენ _ არა, დისკრიმინაცია სწორედ ესაა. სხვათა შორის, იმგვარი მიდგომით, როგორიც ვაქცინის მიმართ არის, საქართველოც ბანანის რესპუბლიკა ჰგონიათ და ამაზე მეტი ლუსტრაცია, ალბათ, ვერც მოხდება.  ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობთ.

ხომ გვიმტკიცებენ ევროპული ქვეყნები და ამერიკა, თქვენ გვერდით ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხართო და ჩვენი იმედი გქონდეთო?! ჰოდა, ახლა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, თურმე სტრატეგიული პარტნიორები კი არა, მესამე რიგის ქვეყანა ვართ, რომელიც საჭირო ოდენობის ვაქცინას საუკეთესო შემთხვევაში შემოდგომაზე მიიღებს, მანამდე კი თავში ქვა გვიხლია. ეს იმიტომ, რომ საქმე მოქალაქეების სიცოცხლეს ეხება და დიდმა ქვეყნებმა კარგად იციან, რომ, თუ ვაქცინა საქართველოში წავა, ხოლო მათ არ შეხვდებათ, ხელისუფლებას ერთ დღეში დაკარგავენ. აი, როცა სხვადასხვა საომარ მისიაში ჩვენი ჯარისკაცები უნდა წავიდნენ და საკუთარი სიცოცხლე სწორედ იმ ზესახელმწიფოების საკეთილდღეოდ გაწირონ, მაშინ პირველ რიგში გვაყენებენ, საზეიმოდ გვაცილებენ, ტაშს გვიკრავენ.

ეს გასაკვირი არცაა. ახლა არ იყო, იტალიასრომ გაუჭირდა, ვირუსს რომ ვეღარ უმკლავდებოდა, ქვეყნის მასშტაბით კრემატორიუმები რომ ვეღარ ასწრებდნენ მიცვალებულების დაწვას, ხოლო ევროპა და ამერიკა ჩაიკეტნენ და მართლა სტრატეგიული პარტნიორი და მეკავშირე ბედის ანაბარა მიატოვეს?! შემდეგ იყო ათასობით გარდაცვლილი და ზესახელმწიფოების ლიდერთა ბოდიში. ჰო, მათ, უბრალოდ, ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ იტალიას ყურადღება ვერ მიაქციეს, ვერ დაეხმარნენ და ათასობით ადამიანის სიკვდილი დაუშვეს. და ამით დამთავრდა მაშინ ამბავი, პასუხი არც არავის მოუთხოვია და არც არავის უგია. ჰოდა, ზუსტად იგივე მეორდება ახლა _ ზესახელმწიფოები ექსპერიმენტებს ატარებენ მოხუცებზე,  არ აძლევენ დანარჩენ სამყაროს ვაქცინას  და მერე, როცა საკუთარ თავს უსაფრთხოდ დაიგულებენ, ჩვენც გავახსენდებით.  რაც მთავარია, ამ ვაქცინას არავინ გვაჩუქებს, უზარმაზარი თანხა გვიჯდება და,  რაც მთავარია, ვყიდულობთ იმას, რაც არ ვიცით, ვარგა თუ არა. ჩვენ კი არა,  არავინიცის, მაგრამ მაინც ვყიდულობთ.

16 იანვარს მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს, რომელმაც აღნიშნა: მთავარი მიზანი ის არის, რომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზეო. ეს მაშინ, როცა შარშან წინ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთი გავიდა და, როგორც აღმოჩნდა, თავს უშველა; ეს მაშინ, როცა ევროკავშირის წევრი საბერძნეთი დეფოლტისთვის გაიმეტეს და საუკუნეები გავა, სანამ საბერძნეთი ვინმეზე დამოკიდებული არ იქნება და მილიარდობით ვალის გადახდა არ მოუწევს. 30 წელია, ვცდილობთ,  შევეტენოთ დასავლეთს და არგვიტენის,  იმიტომ, რომ რეალურად არ ვჭირდებით. 

ბესო ბარბაქაძე
geworld.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან