ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ბრალდებები უარყო”

„რუსეთი არ შეჭრილა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 7 აგვისტოს. TASS იტყობინება, რომ ასეთ დასკვნამდე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მივიდა.

21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დიდმა პალატამ გამოაქვეყნა განჩინება საჩივარზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, რომ ECHR მხარს არ უჭერს საქართველოს მტკიცებებს, თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 7 აგვისტოს, ანუ მანამდე, სანამ ქართველი სამხედროები თავს დაესხნენ ცხინვალს.

სასამართლომ ასევე უარი თქვა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად, 2008 წლის 8-12 აგვისტოს მომხდარი ინციდენტების გამო, როდესაც რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებმა მოიგერიეს ქართველების შეტევა სამშვიდობო კონტინგენტზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე.”
tvalsazrisi.