ავტობუსი მუშაობს, კაცი პირბადეს გარეშე დადის. და ეს იმ ქალაქში, სადაც კოვიდის ახალი შტამი აღმოჩნდაო, ერთი ამბავი რო ატეხეს.

რეჟისორი, გაზეთ “საადგილმამულოს” დამფუძნებელი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“კარგი რამეა ეს გუგლის ვებკამერები, ონლაინ რეჟიმში ხედავ რა ხდება მსოფლიოს დიდი ქალაქების ქუჩებში.
ეს ლონდონის ერთ-ერთი გზაჯვარედინია, გუშინ ამოვაკარტოჩკე, აწერია თარიღი და საათი.
ავტობუსი მუშაობს, კაცი პირბადეს გარეშე დადის.
და ეს იმ ქალაქში, სადაც კოვიდის ახალი შტამი აღმოჩნდაო, ერთი ამბავი რო ატეხეს.
ქალაქი ცხოვრობს.
და ჩვენთან დღეს, რაო?
პირველ მარტამდე ტრანსპორტი არ იქნებაო, გამოგვიცხადეს,
კომენდანტის საათიც გაგვიგრძელეს,
მიცვალებულს ვერ გლოვობ, ქორწილს ვერ იხდი, თეატრში ვერ დადიხარ, სტუმრად ვერ მიდიხარ, ვერ სუნთქავ.
ეკონომიკა მკვდარია, სკოლა მკვდარია, ხელოვნება მკვდარია, პოლიტიკა მკვდარია.
მოსახლეობაც მკვდარია.
ხო, აბა?, შეგვყარეს სოცქსლებში, მიგვაწებეს ტელევიზორებს, ჩაგვაკონსერვეს სახლებში, და გვგონია რომ ვცხოვრობთ?
პოლიტიკოსები კოვიდაფიორას არ გააპროტესტებენ, პარტიები ამას არ გააპროტესტებენ.
გააპროტესტებენ და საერთოდ ჩაეკეტებათ პოლიტიკური სივრცე, ჩაეკეტებათ ტელევიზიები, შეუწყდებათ დაფინანსება, ვერც ვერასდროს მოხვდებიან სისტემაში.
ამიტომაც ქვემოდან უნდა დაიწყოს პროტესტი.
ამაზე დიდი პრობლემა დღეს ამ ქვეყანას არა აქვს.
ხალხი ბიდლოდ და ჩუმ პირუტყვად გადააქციეს უკვე.
შეეგუეთ ამ ყველაფერს?”
alia