თუ 48 საათში შეზღუდვები არ მოიხსნება, აქტივისტები სახელმწიფო შენობების პიკეტირებას გეგმავენ

მთავრობის ადმინისტრაცისთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სახელმწიფო შენობების პიკეტირება დააანონსეს. მომდევნო აქცია სამშაბათს, 26 იანვარს გაიმართება.

დღევანდელ აქციაზე როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მოქალაქეები ითხოვენ ტრანსპორტის და სკოლების, ასევე ტურიზმის გახსნას, კომენდანტის საათის მოხსნას.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 მარტამდე. “ლოქდაუნი” კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

კომენტარები ფეისბუქიდან